გიგი დედალამაზიშვილის კედლის "ტყე" ბინაში, რომელიც შემოდგომით ფერს იცვლის


დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბი ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. რო­გორც გა­ვარ­კვიე, გი­გის სახ­ლში, გარ­და ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბი­სა, მწვა­ნე კე­დე­ლიც აქვს, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ მიკ­როკ­ლი­მატს ქმნის, ამ ყვე­ლა­ფერს კი, რო­გორც ოჯა­ხის უფ­რო­სი დი­ა­სახ­ლი­სი, მუ­სი­კო­სი ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, მის­მა მა­მამ და გი­გის ბა­ბუ­ამ, სოსო ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

- ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა მა­მა­ჩე­მის­გან, სოსო ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის­გან მოგ­ვდევს მე, ჩემს შვი­ლებს, ძმის­შვი­ლებს... ბუ­ნე­ბა­ში სა­სე­ირ­ნოდ დავ­ყავ­დით და სულ გვე­უბ­ნე­ბო­და, აი, შე­ხე­დეთ ამ ხეს, ნა­ხეთ, რა ლა­მა­ზი ფოთ­ლე­ბი აქვს... გვე­სა­უბ­რე­ბო­და იმა­ზეც, რომ მცე­ნა­რე­ე­ბი სუნ­თქა­ვენ, გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მათი
პა­სუ­ხი გა­ი­გო­ნოთ, ისი­ნი მად­ლო­ბას სხვა­ნა­ი­რად გვიხ­დი­ან. თუ და­ი­ნა­ხავ­და, რომ ვინ­მე ტოტს მო­ტეხ­და, უსი­ა­მოვ­ნოდ იშ­მუშ­ნე­ბო­და, ამ­ბობ­და, ხე ამ დროს რომ არ ყვი­რის, არ ნიშ­ნავს, რომ არ სტკი­ვა; ისე­ვე წუხს, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც რა­მეს მო­ი­ტეხს, ან რა­ი­მე უზი­ან­დე­ბაო.

- რო­გორც ჩანს, ეს სიყ­ვა­რუ­ლი გი­გის გა­მოჰ­ყვა... სახ­ლში მწვა­ნე კე­დე­ლი აქვს...

- კი, ასე გა­მო­ვი­და... გი­გი­სა და მის ცოლს, მა­რი­ნა­საც უყ­ვართ მცე­ნა­რე­ე­ბი. ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბიც აქვთ. როცა ქა­ლა­ქი­დან გა­დი­ან, ქოთ­ნე­ბი ჩემ­თან მო­აქვთ. გა­მო­ვა­ზა­ფხუ­ლებ ხოლ­მე და მერე მი­აქვთ. მათი მწვა­ნე კე­დე­ლი, ცხა­დია, ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს, თა­ვის სარ­წყა­ვი სის­ტე­მა აქვს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­წყვე­ბა. ზა­ფხულ­ში წყლის სხვა რა­ო­დე­ნო­ბა უნდა, ზამ­თარ­ში - სხვა. ყვა­ვი­ლო­ვა­ნი და ფოთ­ლო­ვა­ნი ლა­მა­ზი მცე­ნა­რე­ე­ბია იქ. ზო­გი­ერ­თი შე­მოდ­გო­მით იც­ვლის ფერს. მოკ­ლედ, მთე­ლი კე­დე­ლი ამ სი­ლა­მა­ზეს აქვს დათ­მო­ბი­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 200-მდე ქო­თა­ნი აქვთ. თა­ვი­დან რომ და­ა­მონ­ტა­ჟეს, ქოთ­ნე­ბი ჩან­და, მცე­ნა­რე­ე­ბი რომ გა­ი­ზარ­და, იქა­უ­რო­ბა და­ი­ფოთ­ლა და სიმწვა­ნე ერ­თმა­ნეთ­ში გა­და­ვი­და. ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვია მცე­ნა­რე­ე­ბით შე­მო­სი­ლი კე­დე­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბაც აქვთ და ისე­თი სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია, ვერ აღ­გი­წერთ. ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა იქ ყოფ­ნა და ამ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბა, თან სა­ოც­რად მამ­შვი­დებს.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

წმინდა გაგა 2020-06-19 14:48
გიგილოს ფალავანდიშვილების-ცნობილი მოღალატეების სისხლი ჰქონია. ამიტომაც დაცუნცულებს მოსკოვებში სატანცაოდ ეტყობა.

კომენტარის დამატება