ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის თუ ვკითხულობთ, რომ საქართველოდან ემიგრაციაში უამრავი ადამიანი მიდის და ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს. ემიგრირებულთა ათასგვარი შინაარსის ამბავი მეტი ვიცით, ვიდრე იმ ადამიანთა შესახებ, ვისაც საქართველოში დარჩენა, აქ საქმიანობა და ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი. არადა, ასეთებიც არიან და ვფიქრობ, მათ შესახებ თხრობა ნამდვილად ღირს.
ჩვენი კომუნიკაცია რომ შემდგარიყო, წინასწარ დავთქვით დღე და საათი. დაახლოებით 7 კილომეტრის გავლამ მოუწია იმ ადგილამდე, სადაც ინტერნეტი და ტელეფონი მოქმედებს. საინტერესო ადამიანად მეჩვენა თავისი საქმით, გეგმებით და ვთხოვე, მისი
ყოველდღიურობისა და იმ პირობების შესახებ მოეთხრო, რომელშიც 32 წლის ჯაბა ჯოხაძე სვანეთის სოფელ ხალდეში ცხოვრობს.
თავდაპირველად კი, ორიოდ სიტყვით ამ ისტორიულ სოფელზე გიამბობთ: სვანეთში ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ აჯანყება 1875-1876 წლებში მოხდა. სვანეთის მოსახლეობამ რომ შეიტყო, მეფის მთავრობა ახალი გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა, პროტესტი გამოთქვა და “ხმა აიმაღლა”. თავდაპირველად მთავრობის ღონისძიებათა წინააღმდეგ სისტემატური გამოსვლებისა და აჯანყების მეთაურებად ცნეს და დაადანაშაულეს 16 კაცი, რომელთაც რამდენიმე წლის პატიმრობა ან სვანეთიდან გასახლება მიუსაჯეს. აჯანყება მაინც არ ჩაცხრა და ამის გამო მეფის ხელისუფლებამ 1876 წლის აგვისტოში სვანეთში დიდი სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა. შეპყრობილ სვანებს სამხედრო სასამართლომ სამუდამო კატორღა ან შორეულ მხარეში გადასახლება მიუსაჯა. აჯანყებისას ხალდე მეფის რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მოთავე იყო. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ რუსეთის მთავრობამ ხალდეში დასახლება აკრძალა და სოფელიც დაცარიელდა...
ჯაბა ჯოხაძე:
- 1990 წელს დავიბადე ქალაქ სოხუმში. დევნილობაში თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ წარმოშობით სვანეთიდან ვარ, მესტიის რაიონის სოფელ ხალდედან. აქ დასახლება რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე. ჯერჯერობით სვანეთში მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულს ვატარებ, ოქტომბრამდე ვრჩები, შემდეგ თბილისში ვბრუნდები. ხალდე ისტორიული სოფელია, სადაც ჩემი გვარი უკვე ათასი წელია, ცხოვრობს. 1876 წელს რუსულმა ჯარმა სოფელი მიწასთან გაასწორა, იქაურობა დაანგრია და გადაგვასახლეს ყაბარდოეთ-ბალყარეთში, შემდეგ - აფხაზეთში. მამაჩემი იქ გაიზარდა და მეც სოხუმში დავიბადე, რომელიც მაშინ დავტოვეთ, როცა 2 წლის ვიყავი. იქაურობა არც მახსოვს.
- ხალდეში დასახლების სურვილი და იდეა როდის და როგორ გაჩნდა?
- ჩემი წინაპარი აჯანყების ერთ-ერთი მოთავე გახლდათ, რომელიც სხვებთან ერთად გადაასახლეს და გადასახლებაშივე გარდაიცვალა. ამ სოფელში 4 გვარი ცხოვრობდა; ყველა ოცნებობს აქ დაბრუნებაზე და სახლ-კარის აღდგენაზე. ამ სოფლიდან არიან: გასვიანები, ჩოფლიანები, ჩეგიანები და ჯოხაძეები. ამჟამად აქ ვცხოვრობთ 5 ოჯახი: 2 ჯოხაძე და 3 გასვიანი. როგორც ვიცი, კიდევ დაახლოებით 3 ოჯახს სურს აქ დაბრუნება და იმედია, მომავალში ამას შეძლებენ. ხალდეში დაბრუნების სურვილი მეც სულ მქონდა. ბაბუაჩემს არ ვიცნობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისიც ასე ფიქრობდა. სამწუხაროდ, მამაჩემმა და ბიძაჩემმა ეს ვერ შეძლეს, ტრაგიკულად დაიღუპნენ. მე, ასე ვთქვათ, მათ ანდერძს ვასრულებ და ვცდილობ, ხალდეში ნელ-ნელა დავმკვიდრდე. ეს ჩემი ინიციატივა იყო. არც მთავრობას გაუწევია დახმარება და არც სხვა ვინმეს, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ვცდილობ, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შევიქმნა.
- თქვენს კარ-მიდამოში წინაპრების ნამოსახლარი დაგხვდათ თუ სადმე სხვაგან ცხოვრობთ?
- სამწუხაროდ, სახლი არა, მხოლოდ მინდორი და ნანგრევები, უფრო სწორედ, შეიძლება ითქვას, არაფერი დამხვედრია, ლამაზი ხედისა და სუფთა ჰაერის გარდა. ხალდე ულამაზესი სოფელია, რომელსაც შემორჩენილი აქვს პირველყოფილი სახე. აქ ცივილიზაცია არ არის შემოსული ისე, როგორც სხვა რაიონებში.
- ხეზე მუშაობთ და ალბათ სახლსაც ბოლომდე გამართავთ. ოჯახში ხეზე კვეთდა ვინმე?
- არა, ეს ნიჭი მე აღმომაჩნდა. 10 წლის ვიყავი, როცა ჩემი ინიციატივით დავიწყე ხეზე კვეთა, თვითნასწავლი ვარ. ხესთან პირველი შეხება სკოლაში, შრომის გაკვეთილებზე მქონდა, მერე დამაინტერესა და სოფელში რაღაცების გამოთლა დავიწყე. კვეთასაც მივყევი. პრიმიტიული ნამუშევრებით დავიწყე, ხატებს ვაკეთებდი, მაგრამ კანონიკაში გარკვეული არ ვიყავი. მერე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც კითხვები დავუსვი და პასუხებიც მივიღე, ინფორმაცია მოვიძიე წიგნებშიც და ნელ-ნელა, შეიძლება ითქვას, ნამუშევრები გავაუმჯობესე. წლები რომ გადის, ყველაფერი ნელ-ნელა იხვეწება... განაგრძეთ კითხვა