"გამასინჯე" - ოჯახში დამზადებული კერძების შეკვეთა და ჯანსაღი კვების სრულიად ახალი შესაძლებლობა


დასაქმებული ადამიანისთვის მოწესრიგებული და ჯანსაღი კვების რეჟიმი ის საკითხებია, რომელიც მას ძალიან აწუხებს, თუმცა მის დაცვას დიდი ძალისხმევის მიუხედავად იშვიათად თუ ახერხებს. საქმით დაღლილსა და მოშიებულს ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა ოჯახში მომზადებული თბილი წვნიანი ან გემრიელი სალათა. სწორი კვება ხომ ორგანიზმს აძლიერებს, ენერგიასა და შრომისუნარიანობას მატებს მას.
სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ დასაქმებული ადამიანების უმეტესობის კვების რეჟიმი სამუშაო საათებში სწრაფი კვების პროდუქტებითა და ყავით შემოიფარგლება. ეს ყველაფერი კი არც ა
დამიანის ჯანმრთელობაზე აისახება დადებითად და არც ვიზუალზე. მომატებული კილოგრამები და გაუარესებული იმუნიტეტი - სწორედ ეს არის სწრაფი კვების შედეგი.
ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად ყველაზე იოლ გამოსავლად სამსახურში სახლიდან საჭმლის წაღება მოიაზრება. თუმცა აქაც რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. ოფისების დიდ ნაწილში საკვების შესვენებამდე შესანახად ადეკვატური ადგილიც არ არსებობს. მეორე მხრივ კი, დასაქმებული ადამიანები ხშირად სახლშიც ვერ ახერხებენ სადილის მომზადებას, რომ შემდეგ ის სამსახურში წაიღონ.
ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, სასიამოვნო სიახლე ინერგება. ცოტა ხნის წინ ვებსივრცეში გამოჩნდა საიტი gamasin.ge.”გამასინჯე” - ეს არის სახლში მომზადებული კერძების ონლაინ პლატფორმა და მიტანის სერვისი. ამჟამად ვებპორტალი დიასახლისებს არჩევს, რომლებიც მსურველებს საკუთარი ხელით ოჯახის წევრებისთვის მომზადებულ კერძს გაასინჯებენ. შედეგად, ისინი დასაქმებული საზოგადოების ჯანსაღად კვებას შეუწყობენ ხელს, თავად კი დამატებით შემოსავალს გამოიმუშავებენ.
კონკურსში მონაწილეობა მარტივი რეგისტრაციის საშუალებითაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე მხოლოდ 6 რჩეული გახდება გამასინჯეს დიასახლისი. დიასახლისებს ცხოვრების სტილისა და რეჟიმის შეცვლა არ მოუწევთ. ისინი ისევე გააგრძელებენ საკუთარი ოჯახისთვის კერძების მომზადებას, როგორც ამას მანამდე აკეთებდნენ. განსხვავება ერთი იქნება, მათ უფრო დიდი პორციების მომზადება მოუწევთ, რომ სხვა ადამიანებიც ასიამოვნონ საკუთარი კერძებით. დიასახლისი არც შეკვეთის მიწოდების საკითხში ერევა. კერძს შეკვეთილს ადგილზე ”გამასინჯეს” კურიერი მიიტანს.
ოჯახში მომზადებული კერძის შეკვეთის მსურველი საიტის საშუალებით გაიცნობს დიასახლისს, მის მენიუს და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ დღეს რომელ დიასახლისს შეუკვეთავს ამა თუ იმ კერძს.
”გამასინჯეს” შემქმნელები ვარაუდობენ, რომ საიტი მალე გახდება პოპულარული. დიასახლისების შერჩევის შემდეგ, შეკვეთის სერვისი მალვე გააქტიურდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები