იაპონური მოდა ინტერიერში - ცხოვრებაში არასრულყოფილებას მეტი ბედნიერება მოაქვს


ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება იმაში, რომ ნივთების რაოდენობა და ხარისხი ბედნიერებას არ განსაზღვრავს. უფრო მეტიც, ნებისმიერი ყველაზე ძვირადღირებული ნივთიც კი ადრე თუ გვიან ძველდება და გადასაგდები ხდება. ადამინები ძველ ნივთებს ახლით ცვლიან და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება. ეს ყველაფერი ადამიანებს ღლის, შესაძლოა სწორედა ამიტომაც იქცა მომავალი წლის ტრენდად ვაბი-საბი. ეს გახლავთ იაპონური ფილოსოფია, რომელიც სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს.

რა არის ვაბი-საბი
ერთ-ერთ იაპონურ ლეგენდაში საუბარია იმაზე, თუ როგორ გაიცნო ჭაბუკმა სახელად სენ-რო-რიკიუმ თავისი მასწავლებელი. მასწავლებელმა მოსწავლეს გამოც
და მოუწყო და ძველი ბაღის მოწესრიგება დაავალა. ჭაბუკმა საგულდაგულოდ დაალაგა ბაღი, ყველაფერი დაასუფთავა და იქაურობა შეუდარებლად მოაწესრიგა, მაგრამ სანამ ამ საოცრად დასუფთავებულ გარემოს მასწავლებელს აჩვენებდა, ალუბლის ხე შეანჯღრია, რათა რამდენიმე ყვავილი ძირს დავარდნილიყო.



დაახლოებით ასე ხსნიან იაპონელები ვაბი- საბის ფილოსოფიას, რომელიც მე-15 საუკუნიდან არის ცნობილი.
ეს გახლავთ არასრულყოფილების დაფასების ფილოსოფია.


საბოლოო ჯამში, ეხმარება ადამიანებს სილამაზის აღქმაში და სამყაროს შეყვარებაში.
სილამაზე არასრულყოფილებისგან აღმოცენდება



ვაბი-საბის პრინციპი

ლეონარდ კორენი გახლავთ ავტორი წიგნისა ვაბი-საბი მხატვრების, დიზაინერების, ფილოსოფოსებისა და პოეტებისათვის. ის შეეცადა ვაბი-საბისთვის, როგორც ტერმინისთვის, ზუსტი მნიშვნელობა მოეძებნა.
ვაბი-საბი გახლავთ სილამაზე, რომელიც მდგომარეობს ნივთების წარმავლობაში. ეს გახლავთ სრულყოფილების საპირისპირო ცნება.



ვაბი-საბის ვერ შეხვდებით თანამედროვე ცათამბჯენებში, სმარტფონებსა თუ წარმატებისკენ სწრაფვაში. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში იმალება, გაბზარულ ჭიქასა თუ გამსკდარ, გადახუნებულ კედელში, დაკემსილ ჯემპრსა თუ შელახულ სავარძელში.



ვაბი-საბი არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, პირიქით, ის მოგვიწოდებს იმისკენ, რომ უარი ვტვატ ზედმეტ ნივტებზე და დავაფასოთ ის, რაც ჩვენი სულისთვის არის ვირფასი, თუნდაც ის მოძველებული ან შელახული იყოს.


ის უპირატესობას ხელით ნაკეთ ნივთებს ანიჭებს. რაც შეეხება ფერთა გამას, ვაბი-საბი მოიცავს ჟანგისფერს, ხისფერს, ერთი სიტყვით, ნატურალურ ფერებს. ასეთი ფერთა გამა ხომ სიშსვიდესა და ჰარმონიას ქმნის.





ნივთები არ უნდა იყოს ბევრი, თუმცა რაც არის, ის უნდა იყოს ლამაზი და გამოსადეგი. ამიტომ, გაათავისუფლეთ სივრცე, გადაყარეთ ზედმეტი უსარგებლო ნივთი და დააფასეთ დასაფასებელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები