მისაღები ოთახი ბინის მთავარი ზონაა. თითოეული ოჯახის წევრი ცდილობს, იგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. თუმცა, ძვირადღირებული ავეჯიც კი ვერ შექმნის სიმყუდროვეს ბინაში, თუი არასწორად არის შერჩეული. დღეს რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, რათა თქვენი მისაღები საუკეთესოდ მოაწყოთ.
მისაღები ოთახის აუცილებელი ავეჯი:
1. რბილი (დივანი, კუთხე, სავარძლები, სკამები),
2. მოდულური თაროები (სტელაჟი, კარადები).
3. ტელევიზორის ტუმბო, საოჯახო კინოთეატრი.
4. ჟურნალის მაგიდა.
ამ მარტივ ავეჯსაც კი შეუძლია, თქვენი ოთახი უსახურად აქციოს. თუ მათ არასწორად განალაგებთ.
რა უნდა შედიოდეს რბილ ავეჯში?
როგორც წესი, მისაღები რამდენიმე ზონად
ავეჯის შეძენის დროს რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინეთ:
1. თუ პატარა ოთახი გაქვთ, მასიურ ავეჯს ნუ შეიძენთ. დივანი ორადგილიანი უნდა იყოს. თუ დიდი ოთახი გაქვთ, შეარჩიეთ ოთხადგილიანი სოფა თავისი დივნით.
2. პატარა ოთახში გამოგადგებათ გასაშლელ დივან-სავარძელი, დივან-საწოლი.
3. თუ მისაღებში სამეულის ადგილი არაა, შეიძინეთ ორადგილიანი დივანი და რამდენიმე ტომარა-სავარძელი.
1. რა ფერის დივანი შევარჩიოთ მისაღების ინტერიერისთვის
ყურადღება მიაქციეთ ასეთ ვარიანტებს:
კედელი - ღია ცისფერი, დივანი - ლურჯი.
კედელი - კრემისფერი, დივანი - ყავისფერი.
კედელი - იისფერი, დივანი - იასამნისფერი.
კედელი - ღია ნარინჯისფერი დივანი - მკვეთრი ნარინჯისფერი.
2. ნეიტრალური გეგმა
შეიძლება ასეთ ვარიანტებიც:
კედელი - თეთრი, დივანი - შავი.
კედელი - მუქი კრემისფერი, დივანი - ნაცრისფერი.
კედელი - ნაცრისფერი, დივანი - თეთრი.
კედელი - თეთრი, დივანი - მუქი კრემისფერი.
3 ნეიტრალური დივანი და მკვეთრი ინტერიერი
ბალანსის შესანარჩუნებლად მკვეთრი ფერის კედლებს ნეიტრალური დივანი უნდა შეურჩიოთ. თეთრი, შავი, ნაცრისფერი და მუქი კრემისფერი - მკვეთრი ტონებია, რომლებიც ნებისმიერ ფერს ეხამებიან.
კედელი - მკვეთრი ლურჯი, დივანი - თეთრი.
კედელი - მწვანე, დივანი - მუქი კრემისფერი.
კედელი - მუქი ნარინჯისფერი, დივანი - შავი
კედელი - წითელი, დივანი - თეთრი
4 ფერადი დივანი ნეიტრალურ ინტერიერში
აქცენტისთვის ერთი მკვეთრი ფერის დეტალი აირჩიეთ. მაგალითად:
კედელი - თეთრი-ნაცრისფერი, დივანი - მკვეთრი წითელი.
კედელი - თეთრი, დივანი - მკვეთრი ყავისფერი.
კედელი - ნაცრისფერი, დივანი - ყვითელი.
კედელი - შავ-თეთრი, დივანი - ნარინჯისფერი.
5. კომბინირებული გეგმა
კედელი - წითელი, დივანი - ლურჯი.
კედელი - იისფერი, დივანი - მწვანე.
კედელი - ყვითელი, დივანი - ცისფერი.
კედელი - ყავისფერი, დივანი - ლურჯი.
ახლა უკვე იცით, როგორ შეურჩიოთ ინტერიერს დივანი და დივანის ფერს - კედლების გამა.
სტელაჟებისა და თაროების არჩევისას
ძველად კარადები და თაროები მთელ კედელზე იყო მიმაგრებული და მას ასეც ეძახდნენ - "კედელი", რაც არაესთეტიკურად გამოიყურებოდა. ახლა "კედელი" სტელაჟმა ჩაანაცვლა, ის ბევრ ნივთს იტევს, მაგრამ ნაკლებ ადგილს იკავებს. იდეალური მცირე ოთახისთვის.
რჩევები, რომლებიც სტელაჟის დამონტაჟებამდე უნდა გაითვალისწინოთ:
1. ღია ფერის თაროები, ღია უჯრებით ვიზუალურად ნათელსა და დიდს გამოაჩენს ოთახს.
2. სტელაჟი საუკეთესოა ბიბლიოთეკის მოსაწყობად მისაღებში.
3. სტელაჟს ზოგიერთი უჯრა შეიძლება დახურული ჰქონდეს, სადაც ისეთ ნივთებს შეინახავთ, რომელთა ნახვაც ყველასთვის აუცილებელი არაა.
სავარძლები და სკამები
თუ ადგილი ხელს გიწყობთ, აუცილებლად განათავსეთ ოთახში. გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
1. სკამი და სავარძელი არ უნდა იყოს ძალიან დაბალი, ვნებს ხერხემალს. ოპტიმალური სიმაღლეა - 40-42 სმ.
2. სავარძელი უნდა იყოს რბილი, მაგრამ არა ძალიან ღრმა. დამჯდარს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა შეგეძლოთ ადგომა.
3. სკამის რაოდენომა არამარტო ოჯახის წევრებზე უნდა იყოს გათვლილი, არამედ, მაგიდის მოცულობაზეც. იდაყვიანი სკამი 70 სმ-ს იკავებს, უიდაყვო, - 65-ს.
ტელევიზორის ტუმბო ან საოჯახო კინოთეატრი
მისაღები ოთახის წარმოდგენა აუდიო-ვიდეოტექნიკის გარეშე შეუძლებელია. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. აირჩიეთ თაროებიანი და უჯრებიანი ტუმბო. მასში იმ ნივთებს ჩაალაგებთ, რომლებიც ოთახში გაქვთ მიმოფანტული.
2. გორგოლაჟიანი ტუმბო სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაადგილოთ.
3. დღეს ამზადებენ თანამედროვე "კედლებს", რომლებშიც პლაზმური ტელევიზორის ადგილი უკვე გათვალისწინებულია.
ჟურნალის მაგიდა
1. უპირატესობა მიანიჭეთ გორგოლაჭიან მაგიდას, რომელსაც ადგილს სურვილისამებრ შეუცვლით.
2. მაგიდის სიმაღლე საშუალოდ 50 სმ უნდა იყოს.
3. მცირე ოთახისთვის შეიძინეთ მაგიდა-ტუმბო.
4. იდეალური ჟურნალის მაგიდას უნდა იყოს ოვალური ან მრგვალი ფორმის.
სასადილო მაგიდა მისაღებ ოთახში
ზოგიერთ ბინაში, მისაღებ ოთახში სასადილო მაგიდაცაა დადგმული. სასადილო მაგიდის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. აირჩიეთ მომრგვალებულ კუთხეებიანი მაგიდა. მის კუთხეს არავინ დაეჯახება, თანაც, მრგვალ მაგიდასთან უფრო მეტი სტუმარი ეტევა.
2. თუ ხშირად გყავთ სტუმრები, მაგიდა-ტრანსფორმერი შეიძინეთ, რომელსაც სურვილის მიხედვით გაადიდებთ-დააპატარავებთ.
3. თუ მაგიდაზე მძიმე ნივთების დალაგებას აპირებთ, მეტალის კონსტრუქცის მაგიდა შეარჩიეთ.
რჩევებისა და მოსაზრებების გასაცვლელად სტატია მეგობრებსაც გაუზიარეთ.
კომენტარები
და სად ხართ თბილისში ტერიტორიულად?