ანუკა თავართქილაძე პროფესიით არქიტექტორია. 2007 წელს დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, სამაგისტრო პროგრამა კი ფლორენციის დიზაინის ინსტიტუტში შეისწავლა. პირველად საკუთარი დიზაინით ავეჯი 2013 წელს შექმნა. მას შემდეგ საკმაოდ რთული გზა გაიარა. უამრავ პრობლემას წააწყდა, რომელიც ქართული ბაზრის თავისებურებებს უკავშირდება. ამის მიუხედავად, იყო უამრავი წარმატებაც. მის მიერ შექმნილი დახვეწილი, ორიგინალური ავეჯი მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო სახლის ინტერიერს განსხვავებულს და საინტერესოს ხდის.
- როგორი ავეჯია დღეს მოდური?
- დღეს ტენდენციურია, როგორც თანამედროვე, ასევე ძველი ავეჯის რესტავრაცია და მათი
ერთდროულად გამოყენება ინტერიერში. ახლახან დავბრუნდი მილანის ავეჯის დიზაინის კვირეულიდან, სადაც ჭარბად იყო გამოყენებული მარმარილო. ფერს რაც შეეხება, აქტუალურია ოქროსფერი და სხვადასხვა ლითონი.
- რა ტენდენციებია ინტერიერის დიზაინში?
- როგორც წინა წლებში, ისევ ტენდენციურია ეკლექტური ინტერიერი, თუმცა გასულ წლებთან შედარებით მეტად გამოიყენება შპალერი. ბეტონი ძალიან აქტუალურია ინტერიერში, როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ ფართში. დამკვეთებს ხშირად უნდათ განსხვავებული ინტერიერი, თუმცა რისკზე წასვლა უჭირთ (პირად სივრცეში), მაგალითად - ოთახში რამე მკვეთრი ფერის შეტანა.
ინტერიერი საკმაოდ თამამი გახდა, ბევრად მეტი თავისუფლებაა. რაღაც განსაზღვრული დოგმები აღარ არსებობს, მაგალითად: ოთახის ცენტრში არ არის სავალდებულო ჭაღის დაკიდება. ახლახან ერთ-ერთი ბინის ინტერიერში, სამზარეულოს „ფართუკად“ გამოვიყენე სარკე, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო.
კომერციულ სივრცეებში, მაგალითად, კაფეებში ორი მიმართულება გამოირჩევა - თანამედროვე და ასევე 60-70-იანი წლების რესტავრირებული ავეჯით მოწყობილი.
- როგორ უნდა მოვაწყოთ სახლი? როგორ გავანაწილოთ ავეჯი, რომ სახლი კომფორტულიც იყოს და ფუნქციურიც?
- პირველ რიგში აუცილებელია, ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რისი ხილვა ესიამოვნებოდათ საკუთარ საცხოვრებელ გარემოში ყველაზე მეტად. შეიძლება სახლი ყველაზე ტრენდული ავეჯითა და დიზაინით იყოს მოწყობილი, მაგრამ შინ თავს უცხოდ და არაკომფორტულად გრძნობდე. ამიტომ, სანამ დიზაინზე მუშაობას დავიწყებ, ყოველთვის ვცდილობ, ჯერ თავად დამკვეთების განწყობა, მათი მისწრაფებები გავიგო. კომფორტის პირველი ინდიკატორი ჩემთვის სწორედ დამკვეთის შინაგანი სამყაროსა და ინტერიერის დიზაინის დამთხვევაა. დანარჩენი ტექნიკის საკითხია.
- შესაძლოა, ესა თუ ის ავეჯი მალე გადავიდეს მოდიდან, როგორ შეიძლება მას ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ და თანამედროვე ელფერი შევძინოთ?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგალითად, რბილ ავეჯს შეიძლება გამოვუცვალოთ ქსოვილი და იმ დროისთვის მოდური ნაჭერი გადავაკრათ, ხოლო ავეჯი შეიძლება გადაიღებოს, შეიფუთოს საინტერესო მასალით, დაიპრინტოს ა.შ.
- ბავშვების ოთახზეც გვესაუბრეთ, როგორ მოვაწყოთ ბავშვებისთვის გემოვნებიანი და მოსახერხებელი ოთახი? რა ფერებს, როგორ ავეჯს და დიზაინს მივაქციოთ ყურადღება?
- ბავშვების ოთახი უნდა იყოს მაქსიმალურად ღია, მშვიდ ფერებში, ნათელი, ბუნებრივი განათებით. უნდა იყოს ასაკზე მორგებული და ფუნქციურად მისთვის გამართული. რაც შეეხება ავეჯს, გამოყენებულ უნდა იქნას რაც შეიძლება ნატურალური მასალა.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ვაპირებ, უახლოეს მომავალში განვახორციელო რამდენიმე ავეჯის ესკიზი, ასევე მინდა შევქმნა პირადი ვებგვერდი და დიდი სურვილი მაქვს, გავიდე საერთაშორისო ასპარეზზე.
- ავეჯის დიზაინით როდის და როგორ დაინტერესდით?
- ზოგადად ყოველთვის გატაცებული ვიყავი ავეჯის დიზაინით. როდესაც არქიტექტორი ხარ და საცხოვრებელი სივრცის დაპროექტება გიწევს, ყოველთვის გაქვს შეხება ინტერიერის დიზაინთან, ავეჯთან. თუმცა, პირველად ჩემი საკუთარი დიზაინით ავეჯი 2013 წელს შევქმენი.
- ამ ხნის განმავლობაში რა სირთულეები და დაბრკოლებები იყო? რას უკავშირდებოდა ეს სირთულეები?
- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თაობა პირველია, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს თავს ქართულ ბაზარზე. რამდენიმე წლის წინ ინტერიერის დიზაინი არ იყო მომგებიანი საქმიანობა საქართველოში. ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერავინ შეძლო თავის დამკვიდრება. თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და ვფიქრობ, ეს ჩვენი თაობის აქტიურობის დამსახურებაც არის. დროა, ჩვენმა მომხმარებლებმა დაინახონ, რომ საქართველოშიც იქმნება ავეჯი, რომელიც კონკურენციას უწევს უცხოურ ნაწარმს.
- კონკრეტულად რომელ ნივთებს ქმნით?
- ნებისმიერი სახის ავეჯს - სკამი, მაგიდა, სანათები. ასევე ძალიან მხიბლავს სარკეების თემა - რაღაც მომაჯადოებელი ძალა აქვს. ამას გარდა, მიყვარს ფორმებითა და მასალით თამაში, მათი კომბინირება.
ყველაზე ხშირად ვიყენებ ხეს. თუმცა გამომიყენებია ე.წ. "ტრუბაკვადრატი", რკინა, ბეტონი, კაფელი და სხვა. მიყვარს სხვადასხვა მასალასთან ურთიერთობა და მათი სინთეზი ერთ პროდუქტში. მასალები უკვე ხელმისაწვდომია და დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს მათი შოვნა, თუმცა რაღაც სირთულეებს მაინც ვაწყდები. უფრო რთულია ხელოსნის პოვნა, რომელიც მასალაზე ოსტატურად მუშაობს. საბედნიეროდ, მე პროფესიონალ ხელოსანთან ვთანამშრომლობ და ამ მხრივ ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
- თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად აცნობიერებს ჩვენი მომხმარებელი ქართველი დიზაინერის პოტენციალს, თუ უფრო უცხოელ დიზაინერებს ანიჭებენ უპირატესობას?
- ავეჯს რაც შეეხება, სამწუხაროდ, მომხმარებელი უფრო უცხოურ ავეჯს ანიჭებს უპირატესობას. მე ვთვლი, რომ საქართველოში წარმოებული ავეჯი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და იმედია, მალე მოიპოვებს ქართველი მომხმარებლის ნდობას.
- ალბათ გამოფენებშიც ხშირად მონაწილეობთ.
- აუცილებლად, როდესაც ამის შესაძლებლობა მეძლევა. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სივრცე გამოვიყენო, რათა მომხმარებელს ჩემი პროდუქცია გავაცნო, მათი კრიტიკა მივიღო და მომავალში გავითვალისწინო. კრიტიკის გარეშე განვითარება შეუძლებელია, გამოფენის გარეშე კი ადეკვატურ კრიტიკას ვერ მიიღებ. მომავალ წელს ვგეგმავ იტალიაში ავეჯის გამოფენაში მონაწილეობას.
- საზღვარგარეთ თუ გაქვთ შექმნილი ავეჯი?
- უკვე ორი პროდუქტი შეისყიდეს საზღვარგარეთიდან, კერძოდ ჩინეთიდან და ავსტრალიიდან. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხვდები, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქცია ვიწრო კონტექსტუალური კი არ არის, არამედ მსოფლიო მასშტაბით პოულობს მოწონებას. დღესდღეობით ქართული პროდუქციის საზღვარგარეთ გატანის ბევრი საშუალება არსებობს და ნელ-ნელა ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად ათვისებაც მოხდება.
მერი ბლიაძე