რომელი ფერები უხდება სამზარეულოს?


ფერთა გამა, რომლითაც გაფორმებულია ინტერიერი ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს. როგორი ფერი უხდება სამზარეულოს? ადგილს, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. სწორად შერჩეული ფერი განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის.

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს იდეალური ფერი?
თავდაპირველად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

1. სამზარეულოს ზომა:
ნათელი ფერები ოთახს ვიზუალურად აფართოებს, მუქი - აპატარავებს. კონტრასტული შეხამება მოდურია, მაგრამ ვიზუალურად ამცირებს ფართს. მონოქრომული შეთავსება სიმყუდროვეს ქმნის. სამზარეულოს ვიზუალურად დიდს გამოაჩენთ ნაცრისფერი, ცისფერი, თეთრი, სალათისფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერები.

2. განათება: თუ სამზარეულო ბნელ კუთხეშია მოთავსებული ნათელი ფერები გამოიყენეთ (თეთრი,
ყვითელი, ღია ცისფერო, ნაზი მწვანე). ცივ გამას თბილი ფერები შეუხამეთ (ნარინჯისფერი, ყვითელი, ღია წითელი). განათებულ სამზარეულო ჩაახშობთ ცივი ფერებით (ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი).

3. ინტერიერის სტილი: სამზარეულოს სტილს თავისი ფერი აქვს. მაგალითად, ჰაიტეკს შავი და თეთრი უხდება; ქანთრისა და პროვანსს - ყავისფერი, მწვანე, ლურჯი, ოქროსფერი; ბერძნულს, იტალიურსა და სკანდინავიურ სტილს - თეთრი, ცისფერი, ქვიშისფერი მოუხდება. პოპარტს - ვარდისფერი, ოქროსფერი, სალათისფერი და ცისფერი.

4. ოჯახის შემადგენლობა: მოხუც ადამიანებს დაქანცავს წითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი შეფერილობა. ნაცრისფერი, იისფერი და შავი ფერი დეპრესიასთან ასოცირდება. პატარა ბავშვებს მადას მოუმატებს ყვითელი და ღია ნარინჯისფერი.

5. ოჯახის წევრების გრაფიკი: თუ სამზარეულოში ცოტა დროს ატარებთ, უპირატესობა მკვეთრ ფერებს მიანიჭეთ. თუ სამზარეულოი დიდ დროს ატარებთ, შეარჩიეთ მშვიდი და თბილი ფერები.

6. ოჯახის წევრების ესთეტიკური შეხედულება: სამზარეულოს ფერი ოჯახის ყველა წევრს უნდა მოსწონდეს.

როგორი ფერები უხდება სამზარეულოს?
ჩვენ ფერები სამ ჯგუფად დავყავით: უნივერსალური, თბილი და ცივი. განვიხილოთ თითოეული ფერის ღირსება და უარყოფითი მხარე.
უნივერსალური ფერები

თეთრი - იდეალურად ეხამება ყველა ფერს. შეიძლება იყოს სამზარეულოს ფონი ან ძირითადი ფერი. ის ანიჭებს ადამიანს სიძლიერეს, ეხმარება ახალი საქმეების დაწყებაში.
პლუსი: ასოცირდება სისუფთავესთან. ვიზუალურად ადიდებს სივრცეს.
მინუსი: საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

შავი - კონტრასტული შეხამება შავი ფონი და მკვეთრი ფერის დეტალები თანამედროვედ და მოდურად გამოიყურება. უხდება ნებისმიერი ფართის სამზარეულოს.
პლუსი: მოდურად გამოიყურება. დახვეწილი შესახედაობა აქვს სარკისებურ ზედაპირს.
მინუსები: წყლის, ცხიმისა და ჭუჭყის ლაქები მკვეთრად ჩანს. დამთრგუნველად მოქმედებს გარშემო მყოფებზე.

ნაცრისფერი - ნეიტრალური, მშვიდი ფერია. დახვეწილად წარმოაჩენს სამზარეულოს.
პლუსი: უხდება თითქმის ნებისმიერ სტილს. ვიზუალურად ადიდებს სამზარეულოს.
მინუსი: მოწყენილობას უქმნის ადამიანებს.

თბილი ფერები
წითელი - სიცოცხლისმოყვარული, დინამიკური ხალხის ფერია. პლუს მდიდრული ფერი.
პლუსი: აუმჯობესებს განწყობას, მადას. ნათელი და უჩვეულოა.
მინუსი: იწვევს აგრესიასა და გაღიზიანებას. არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას.

ყვითელი _ მხიარული და ენერგული ფერია. მოგიმატებთ ენერგიას, გაგიუმჯობესებთ განწყობას.
პლუსი: აუმჯობესებს მადას, დადებით გავლენას ახდენს შემოქმედებით (მათ შორის კულინარიულ) პროცესზე.
მინუსი: გადამეტებულმა ყვითელმა ფერმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და შფოთი.
ოქროსფერი _ ფუფუნების, მდიდრული ფერია.
პლუსი: არისტოკრატიული და დახვეწილია. ღირსეული იერი აქვს.
მინუსი: ნაკლებად ეხამება სხვა ფერებს, ყველა სტილს არ უხდება. საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.


ყავისფერი _ უხდება სხვადასხვა სტილის სამზარეულოს. მყუდრო და თბილ ატმოსფეროს ქმნის.
პლუსი: პრაქტიკულია, ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას.
მინუსი: ავიწრებს ფართს. სამზარეულო შეიძლება მოწყენილი გეჩვენოთ.
ბორდოსფერი _ კეთილშობილი, გემოვნებიანი ფერია. მდიდრულიცაა და მკაცრიც.
პლუსი: პრაქტიკულია, დღესასწაულის განწყობას ქმნის.
მინუსი: უხება დიდ ფართს. ფერი შეიძლება დამთრგუნველად მოქმედებს გარშემო მყოფებზე.

ცივი ფერები
ლურჯი _ მშვიდი, ბრძნული ფერია. ასეთი ფერის სამზარეულო მოდურად და დახვეწილად გამოიყურება.
პლუსი: აუმჯობესებს კონცენტრაციას, აგრილებს ოთახს.
მინუსი: იწვევს შფოთის შეგრძნებას. არ უხდება პატარა სამზარეულოებს. ამცირებს მადას.
ცისფერი _ თავისუფლების, მეგობრობის ფერია. მოუხდება დიდ და პატარა სივრცეს.
პლუსი: კარგად ეხამება სხვა ფერებს. მუდამ სუფთად გამოიყურება.
მინუსი: საჭირიებს განსაკუთრებულ მოვლას, იწვევს სიცარიელის შეგრძნებას.
მწვანე _ დასვენების, სიმშვიდის ფერია. უხდება მუქი ტონალობის ინტერიერს.
პლუსი: ითვლება კომფორტულად. აუმჯობესებს შემოქმედებით აქტივობას.
მინუსი: არ უხდება ყველა სტილს.

ვერცხლისფერი _ ნაზი, რომანტიკული ფერია. სიმდიდრესთან ასოცირდება.
პლუსი: ამშვიდებს. ვიზუალურად დიდად წარმოაჩენს ფართს.
მინუსი: ცივად და დამთრგუნეველად გამოიყურება.
თქვენ რომელი ფერი შეარჩიეთ სამზარეულოსთვის.

კომენტარები

keti 2017-08-31 21:02
seri vercxlisperi shavshi makvs samzareulo aracveulebrivia imitom ki ara rom chemia zgaprulia meore saxlshi tetrshi makvs isic dzvirpasia saertod tetri peri koveltvis mdidrulia kvela stils uxdeba ise gaachnia vis ra gemovneba akvs gemovnebaze ar daoben aseve akvs mnishvneloba parts saxlis stilsac achrelebuli ar unda ikves saxlis dizaini amas unda miekces kuradgeba aseve gadatvirtuli ar unda ikves sxva mxriv visac rogor ackobs da moscons ise ackobs sacxovrebeli partis stils

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები