როგორ აფორმებენ ევროპელები მცირეგაბარტიან ბინებს - დასავლური პროექტების 6 იდეა

ჭერის ქვემოთ ადგილის მაქსიმალურად ათვისება, სამზარეულოს ფართობის შემცირება და ლაკონური დეკორი - ეს გახლავთ დასავლური პროექტების მთავარი მახასიათებლები, რომელიც ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ დიდი წარმატებით, განსაკუთრებით მცირეგაბარიტიან სახლებში.
მცირეგაბარიტიან ბინებსევროპაში ხშირად შეხვდებით, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ადგილის სიმცირის გამო ისინი არაკომფორტულად და მოუხერხებლად სულაც არ გამოიყურება. საინტერესოა, რა ხრიკები აქვთ არსენალში ევროპელებს?

1. აითვისეთ სივრცე ჭერის ქვემოთ


თუ თქვენი სახლი ვიწრო და მაღალია, არსებობს საშუალება ის გაზარდოთ არა სიგანეში, არამედ სიმაღლეში. სცადეთ და გააკეთეთ ანტრესოლიანი მეორე სართული, რასაც ევროპაში ძალიან
ხშირად მიმართავენ. მეორე სართულზე შეგიძლიათ მოაწყოთ საძინებელი, კაბინეტი ან თუნდაც ბავშვის ოთახი. ქვემოთ, როგორც წესი, დარჩება სამზარეულო, მისაღები და სველი წერტილები.

2. გააერთიანეთ ფუნქციონალური ზონები

ევროპელები უპირატესობას ანიჭებენ ზონების გაერთიანებას. ისინი უარს ამბობენ ნებისმიერ ტიხრებზე. გამონაკლისი მხოლოდ აბაზანა და საპირფარეშოა. სანამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამზარეულოსა და სასადილო ოთახის გაერთიანება მხოლოდ დროებით იქნება მოდაში, ევროპელები ტიხრების მაგივრად ახალ-ახალ ფუნქციონალურ ზონებს ამატებენ ინტერიერში. სასარგებლო ფართი ამით მხოლოდ მატულობს. და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვიწრო კორიდორები და მისახვევ-მოსახვევები ინტერიერში არცთუ ლამაზად გამოიყურება, მათ გარეშე სივრცე ბევრად ჰარმონიულად გამოიყურება.

3. შეამცირეთ  სამზარეულოს ფართი

მრავალრიცხოვანი სადილები ევროპაში არც ისე მიღებულია, როგორც ჩვენთან. ეს ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ იმისა, რატომ აქვთ მათ ან ძალიან პატარა სამზარეულო ან სულაც არ აქვთ. თუ სახლში სამზარეულო არის, ის სასადილო ოთახთან არის გაერთიანებული.

4. მრავალფუნქციური განათება

რაც ნამდვილად უნდა იყოს სახლში რთული და მრავალდონიანი, ეს განათება გახლავთ. ამ შემთხვევაში საუბარია არა სანათის თუ ჭაღის მექანიზმზე, ეს ის საკითხია, სადაც ცალსახად ვთანხმდებით იმაში, რომ ვიზუალურად სანათი მაქსიმალურად მარტივი და სადა უნდა იყო, არამედ განათების სცენარსა და ვარიანტებზე სხვადასხვა ზონაში. სხვათა შორის, ევროპაში ძალიან უყვართ ბუნებრივი განათება. ამიტომაც ფანჯრებზე იყნებენ ან მსუბუქ ტულს ან რულონისებურ ჟალუზებს.


5. შეარჩიეთ ერთი სტილი და ერთი ფერი

ევროპაში კედელზე შპალერს იშვიათად შეხვდებით, განსაკუთრებით ნახატებიანს და განსაკუთრებით მცირეგაბარიტიან სახლში. შპალერი მათთვის მცირე დეკორია და არა კედლის ძირითად დეკორი. აქ კედლებს ძირითადად ღია ფერის საღებავით ღებავენ, ხშირად - თეთრადაც, თუმცა ამით სახლები საავადმყოფოს როდი ემსგავსება, რადგან მათ სხვადახვა აქსესუარებთ ალამაზებენ.

ასევე ლოგიკურია მცირეგაბარიტიანი სახლისთვის ერთიანი სტილი. ეს სახლს უფრო ჰარმონიულს ხდის. თავად სტილი კი პატარა სახლში მაქსიმალურად სადა და მსუბუქი უნდა იყოს.


6. ლაკონური დიზაინი

ევროპაში საცხოვრებელი სახლი ნიშნავს საცხოვრებელ სახლს და არა სუვენირების მუზეუმს. პასტელის ფერთა გამა, მინიმალური დეკორი, მოსახერხებელი, მრავალფუნქციური ავეჯი - აი, ყველაფერი ის, რაც უნდა გადმოვიღოთ ევროპელებისგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები