ვიტრაჟი ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია. ხელოვნების ეს დარგი სათავეს საკმაოდ შორი წარსულიდან იღებს. ის დღესდღეობითაც ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია, თუმცა განსაკუთრებული წესით დამუშავებული და შედუღებული ფერადი მინების დამზადება იაფი როდი ჯდება.
თუმცა თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ვითარდება და დღესდღეობით ძვირი მასალის შეცლვა იაფით და შედეგად იგივე ვიზუალის მიღება უკვე ადვილი შესაძლებელია. ასე რომ, ვიტრაჟების მოყვარულთ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ვიტრაჟული ფირი. ვიზუალურად ის არ განსხვავდება ნამდვილი ვიტრაჟისაგან, სინამდვილეში კი ეს უბრალოდ მისი იმიტაციაა.
ვიტრაჟის ფირი სუფთა და კარგად გამშრალებულ ფანჯრის მინას უნდა დააკრათ. შემდეგ
1.იდეალური ვარიანტია აბაზანისთვის, არც ფარდა დაგჭირდებათ და ძალიან მდიდრულად გამოიყურება.
2.ვერც საბავშვო ოთახს დაუწუნებთ რამეს, მართლაც შთამბეჭდვია, არა?
3.ვიტრაჟული საძინებელი კი ნამდვილად მეფეთა მოსასვენებლი ადგილია.
4.როდესაც ასეთ შესასვლელ კარს დაინახავ, წარმოიდგენ, რომ კარს მიღმა ზღაპრული სამყარო იწყება.
5.ვიტრაჟული ჭერი ხომ მართლაც შეუდარებელი და საოცარია.
6.ასეთი ფირის გამოყენება ნებისმიერო მინის ზედაპირისთვისაა შესაძლებელი, შესანიშნავი დეკორი სულ მცირე ძალისხმევის შედეგად იქნება მზად.
7.მართლაც ულამაზესია სანახავია.
გარდა ესთეტიური თვალსაზრისისა, ვიტრაჟული ფირი თქვენს მინას კიდევ უფრო გამძლეს გახდის. მინა რომც გატყდეს, წებო ნამსხვრევებს შეიკავებს და ის აღარ ჩამოიშლება.
კომენტარები