წელიწადზე მეტია ხავერდი ინტერიერისა და ტანსაცმლის დიზაინერებს შორის ფავორიტად ითვლება. ეს ქსოვილი იმდენად მდიდრულად გამოიყურება, რომ ყველას ყურადღებას იქცევს.
ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერიერის დიზაინშიც, მით უმეტეს, რომ მოსავლელადაც ადვილია.
და მაინც, რატომ მოგვწონს ხავერდი ინტერიერში.
ხავერდი ფერის მატარებელი საუკეთესო ქსოვილია. ხავერდზე ნებისმიერი ფერი ძალიან ლამაზად და მდიდრულად გამოიყურება. ამ ქსოვილის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ნებისმიერ ინტერიერს მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს.
ხავერდი თანამედროვე ინტერიერში - ეს ძალიან აქტუალურია
თუ თვლით, რომ ხავერდი მხოლოდ როკოკოსა და წარსულს უხდება,
ძალიან ცდებით, ის ძალიან ეფექტურად გამოიყურება თანამედროვე ინტერიერშიც. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ როგორც ყველგან და ყოველთვის, აქაც მთავარია ზომიერება. პროფესიონალები გვირჩევენ, თანამედროვე ინტერიერში ხავერდი გამოვიყენოთ ლოკალურად, ფანატიზმის გარეშე. ყველაზე ეფექტურია, აქცენტი ფერზე გააკეთოთ.
როგორ მოვარგოთ ხავერდი ინტერიერს
ყველაზე ეფექტური მისაღებში ხავერდის დივნის განთავსებაა. ეს საკმაოდ სერიოზული აქცენტია და ყურადღების მიღმა არავის დარჩება.
ასევე საინტერესოა ხავერდის სავარძლები და პუფები.
შედარებით მოკრძალებული, თუმცა საკმაოდ ეფექტური გადაწყვეტილებაა სხვა სახის გადასაკრავიანი დივნის ან სავარძლების ხავერდის ბალიშებით მორთვა.
აასევე ძალიან კარგად გამოიყურება ინტერიერში ხავერდის ფარდები. თუმცა გახსოვდეთ, რომ პატარა ოთახში ეს აქსესუარი ცოტა პომპეზურად გამოიყურება.
როგორ მოვუაროთ ხავერდს
ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ყველაზე მაღალხარისხიანი ხავერდიც კი ცვდება და კარგავს თავის პირვანდელ სახეს. ამიტომაც არის, რომ მას საკმაოდ იშვიათად იყენებენ ისეთი ავეჯის გადასაკრავად, რომელიც ყოველდღიურად დიდ დატვრთვას უძლებს. ასევე იცოდეთ, რომ ხავერდი ძალიან ადვილად იკრობს მტვერს და არ გირჩევთ ამ ქსოვილის საბავშვო ოთახში გამოყენებას. სახლის პირობებში ხავერდის წმენდას არ გირჩევთ. ეცადეთ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.