შპალერი ჭერზე: 12 იდეა, რომელთა გამეორების სურვილი გაგიჩნდებათ

შპალერი ჭერზე, შეიძლება იფიქროთ, რომ გასული საუკუნის გადმონაშთია, მაგრამ ცდებით. თანამედროვე მასალები ბევრად უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე 80-90-იან წლებში გამოყენებული. ნიმუშებისა და ტექსტურის მრავალფეროვნება კი ყველაზე წარმოუდგენელი იდეების რეალობად ქცევის საშუალებას მოგცემთ.

ამ ნიუ-იორკული ბინის მფლობელმა ჭერის დეკორაციის ყველაზე მარტივი საშუალება შეარჩია - ეს წებოვანი შპალერია. მათი შეძენა შეგიძლიათ მზა სახით.

შპალერი მშვენიერი ვარიანტია აბაზანისთვის. მხოლოდ, უნდა შეარჩიოთ უმაღლესი ხარისხის ტენიანობის ამტანი მასალა, ასევე დაგჭირდებათ სპეციალური წებო.

ჭერის დეკორი ამ შემთხვევაში ძვირი არ დაჯდა, შედეგმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა. შპალერმა, რომლის
შექმნისას დიზაინერის შთაგონების წყარო მთვარის ზედაპირის ფოტოები გახდა, წარმატებით შეჰმატა ინტერიერს ბოჰემური სტილი.

ეს ტრადიცული სასადილო ოთახი პასტელის ფერებში მოსაწყენი იქნებოდა, რომ არა დინამიური ყვავილებიანი შპალერი ჭერზე.

ასეთს ხშირად ვერ ნახავთ: სამზარეულოს მოსაწყობად მუქი ლურჯი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა პროექტის ავტორის ჩანაფიქრი აშკარაა - უმთვარო ღამის ჯადოსნური ატმოსფეროს შექმნა.

ამ შემთხვევაში, კედლებსა და ჭერზე ერთნაირი შპალერის გაკვრით დიზაინერი შეეცადა ვიწრო საძინებლის მოცულობა ვიზუალურად გაეზარდა. სპეციალისტების აზრით ეს მეთოდი ამართლებს.

ამ სამზარეულოს დიზაინში ერთდროულად რამდენიმე საინტერესო იდეაა გაერთიანებული.

ეს საბავშვო ოთახი საავადმყოფოს პალატას მოგაგონებდათ, რომ არა ნაცრისფერ-კრესმიფერი შპალერი ჭერზე. შესანიშნავი გადაწყვეტილებაა - ოთახი უფრო დიდი და ნათელი ჩანს.

იატაკი ჭერზე? დიახ, ეს შესაძლებელია. შპალერი, რომელიც იატაკის იმიტაციას მქნის, ძალიან უჩვეულოდ და თამამად გამოიყურება - სწორედ ისაა, რაც მოზარდის ოთახს სჭირდება.

ამ უჩვეულო „კოვზებიანი“ შპალერის პოვნა რთულია, მაგრამ ამ პროექტისთვის ის იდეალური გამოდგა.

დახრილ ჭერიანი საძინებლის გეომეტრიის შეცვლა საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ პროექტზე მომუშავე დიზაინერმა ეს შეძლო.

ეს იდეა კარგად გამოდგება ბინისთვის, სადაც სამზარეულო და სასტუმრო ოთახები გაერთიანებულია. მკვეთრი შპალერები აქტიური ნახატებით შესანიშნავი საშუალებაა სივრცის გამოყოფისთვის, ასევე ინდივიდუალური დიზაინის წარმოსაჩენად.

წყარო: www.goodhouse.ru
https://www.goodhouse.ru/home/interior/oboi-na-potolke-12-idey-kotorye-vy-zahotite-povtorit/#part3

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები