2019 წლის მთავარი ფერი ინტერიერის დიზაინში

რომელი ფერი იქნება აქტუალური 2019 წელს?

საღებავების მწარმოებელმა ამერიკულმა ფირმამ PPG 2019 წლის ფერად მუქი მწვანე გამოაცხადა.



მასშტაბური ფირმაა, რომელიც აწარმოებს საღებავებს და მრავალ ქვეყანაში გზავნის, ატარებს კვლევებს ბაზარზე და მომხმარებლის გემოვნების სულ მცირე ცვალებადობასაც კი აფიქსირებს.

მუქი მწვანე ფერი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, 2019 წლის ფერად ამ ფირმის კორპორატიულ სამიტზე გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ფერის შერჩევაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 20 ცნობილი ბრენდი იღებდა მონაწილეობას.



როგორც ფირმის წარმომადგენლები განმარტავენ, ბუნების აღმდგენი ძალა ადამიანებს დღესდღეობით ყველაზე მეტად სჭირდებათ. მუქ მწვანე ფერს გააჩნია თვისება, ზედაპირზე
ამოატივტივოს ადამიანის მოგონებები, ქმნის დამამშვიდებელ ეფექტს. ამ ფერს შეუძლია ადამიანი ბუნებრივი მშვიდად ეიფორიით აღავსოს.


თუმცა, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც სიფრთხილეა საჭირო. არ ღირს გადაჭარბება. ეს ფერი ინტერიერში დოზირებულად უნდა იყოს. პროფესიონალები გვირჩევენ, ამ ფერის აქცენტები გამოვიყენოთ საძინებელში ამ მისაღებში. შეგიძლიათ შეუხამოთ ელეგანტურ ოქროსფერსა და ვარდისფერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები