პალიტრაში წითელი ყველაზე აქტიური და ემოციური ფერია. ის სასიცოცხლო ენერგიასთან, ძალასთან, მოქმედებასა და ვნებასთან ასოცირდება. შეუძლებელია მისი შემჩნევა ვერ მოახერხოთ, მაშინაც კი, როცა უმნიშვნელო აქცენტებისა თუ მცირე დეტალების სახითაა წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ, დიზაინერები გვირჩევენ ამ ფერს გამოყენებისას სიფრთხილით მოვეკიდოთ და ყურადღებით შევარჩიოთ მისი ელფერი. აიღეთ მაგალითი უცხოური პროექტებისაგან და შეიძინეთ ახალი იდეები. რატომ უნდა გამოიყენოთ, თუ ასეთი საფრთხილოა? იმიტომ, რომ სწორად და "თავის ადგილზე" შერჩეულ წითელ დეტალს შეუძლია თქვენი ინტერიერი ყველაზე თანამედროვედ, მოდურად და დახვეწილად აქციოს.
მსგავსი სიახლეები
უძრავი ქონება