დიზაინერებს, როგორც წესი, უყვართ, ჩვეულებრივი ადამიანები კი ერიდებიან სეთ თაროებს. რეალურად ამ ატრიბუტს დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. საინტერესოა პროფესიონალების რჩევები ამასთან დაკავშირებით, ღირს კი სახლში ღია თაროებს გაკეთება?
ღია თაროების პირველი და საკმაოდ დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ძალიან კარგად განტვირთავს ხოლმე ინტერიერს.
მცირეგაბარიტიან სახლებს ძალიან უხდება დაკიდული თაროები, რომელიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა სიგრძისა და სიღრმის. ზედმეტი დეტალების არქონა კი სივრცეს ბევრად მსუბუქად აქცევს.
ღია თაროების კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ყველა ნივთი თვალსაჩინოა და აქედან გამომდინარე ადვილად
არც ესთეტიკური მხარის დავიწყება ღირს, არა მხოლოდ თაროს შემადგენელი ნაწილი სძენს ინტერიერს ინდივიდუალიზმს, არამედ თავად თაროც, მისი ფორმა თუ ფერი.
განსაკუთრებით ეფექტურია ღია თაროები სამზარეულოში, ლამაზი ჭურჭელი, ჭიქები და თეფშები ღია სივრცეში ძალიან ლამაზად გამოიყურება.
თუმცა მეორეს მხრივ ღია თაროებს მტვრის ბუდეს უწოდებენ და ეს ნაწილობრივ მართალიც არის. ეს ერთის მხრივ დისციპლინისკენ მოგვიწოდებს, მეორეს მხრივ საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევს.
თუ არჩევანს ღია თაროების გაკეთებაზე შეაჩერებთ, ეცადეთ, რომ მის უკან კედელი იყოს მუქი ფერის და ერთტონიანი.
სამზარეულოს ღია თაროებზე გირჩევთ განათვასოთ ისეთი ჭურჭელი, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობთ და ხშირად რეცხავთ.