რეტრო ყოფილი საბჭოთა კავშირიდან - ის, რაც დღესაც აქტუალურია

ეს ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვრცელდება. ამას ლოგიკური ახსნაც აქვს, 20 წლის წინ ესა თუ ის ნივთი ე.წ. "ხრუშოვკაში" უსახურად თუ გამოიყურებოდა, დღესდღეობით რეტრო სტილის ავეჯად მიიჩნევა. ბევრ ძველ ნივთს რესტავრაციას უკეთებენ და ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ, ბევრსაც ხელუხლებელს ტოვებენ.

სკამები

50-70 წლებში ჩეხეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და ყოფილ გდრ-ში წარმოებული სკამები, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა დიდი ხანია დიდი სიხარულით მოიშორა, რეალურად სუფთა ხისგან დამზადებული საკმაოდ ხარისხიანი ავეჯია, რომელიც კიდევ არაერთი წელი მოგემსახურებოდათ.

ხის სტელაჟები
იგივეს თქმა შეიძლება ღია ხის სტელაჟებზე, რომელიც
ასევე ნატურალური ხისგან არის დამზადებული.

კომოდი
ერთი შეხედვით მომცრო ნივთი რეალურად საკმაოდ ტევადია, ის წარმატებით ბრუნდება თანამედროვე ოჯახებში.

ბუფეტი
ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი ბუფეტი მშვენივრად გამოიყურება თანამედროვე ინტერიერში.

რადიოლა და რეტრო-რადიო
თუ მსგავსი ნივთი გაქვთ სახლში, მაგრამ არ მუშაობს, გვერწმუნეთ, ის შესანიშნავი დეკორი იქნება თქვენი თანამედროვე ინტერიერისთვის.

პარკეტი
რა თქმა უნდა, პარკეტს ნივთს ვერ ვუწოდებთ. თუმცა, როგორც ამბობენ, ის ნამდვილი ნივთია. თუ გაგიმართლათ და თქვენს ბინაში შემორჩა მუხის პარკეტი, არავითარ შემთხვევაში არ აყაროთ და ჩაანაცვლოთ თანამედროვე ვარიანტებით. მოხვეწეთ, გადაუსვით ლაქი და დატკბით საოცარი შედეგით.

ხალიჩა
რამდენი ხალიჩა გადაყარეს ადამიანებმა, არადა, ისინი თავისუფლად გაუძლებდნენ კიდევ რამდენიმე ათეულ წელიწადს. დიზაინერები მიიჩნევენ, რომ სწორედ იმდროინდელი ხალიჩები ძალიან უხდება თანამედროვე მინიმალისტურ სტილს.

მაგიდის სანათი
იმ დროს სანათებს ნატურალური ქვისა და მეტალისგან ამზადებდნენ. ეს ნივთი დღეს ძალიან ძვირფასია.

დასადგამი საათი
აი ეს კი ნამდვილი რარიტეტია. თუ კიდევ შემოგრჩათ გუგულის საათი, ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ.

კომენტარები

ლალუკა 2022-07-22 23:37
მარტივი და სუფთა.
გიორგი 2022-07-22 22:12
მთავარი ფოტო მშვენიერია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები