ზენკა ზენაიშვილს საზოგადოება ტანსაცმლის დიზაინერად იცნობს, ამ მხრივ ბევრი წარმატებული პროექტიც ჰქონია და მისი ბრენდიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, ჩათვალა, რომ ამ სფეროში თავი ამოწურა და საქმიანობა სხვა მიმართულებით დაიწყო.
ახლა ზენკა ფოტოშპალერზე მუშაობს, ქმნის უნიკალურ ნახატებს, რომლებიც გადააქვს შპალერზე, არ იყენებს პროგრამულ ეფექტებს, რათა მისი ნამუშევარი უფრო ბუნებრივი იყოს. საქმის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული რომ აქვს, ეს მის შემოქმედებასაც ეტყობა, მისი დახვეწილი სტილი ნებისმიერ ინტერიერს ექსკლუზიურსა და გამორჩეულს ხდის.
- 5 წლიდან ვხატავ და არც დამიშვია, რომ რამე სხვა პროფესია ამერჩია.
ხელოვნების სკოლაში დავდიოდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ მხატვარი ვიქნებოდი. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მოდელირებაზე და დაახლოებით 20 წელი ვიყავი ფეშენ დიზაინერი, თუმცა, გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით დამესრულებინა ჩემი კარიერა, შევისწავლე "დიჯითალ სკეჩი" და შეიძლება ითქვას, რომ ახალი პროფესია შევიძინე. ეს საქმიანობა ჩემთან ძალიან ახლოსაა, უბრალოდ მიმართულება შევიცვალე.
- მე მახსოვხართ ბრენდით „ზენკა და მარი“, როცა ქმნიდით ტანსაცმლის დიზაინს. მონაწილეობდით ფეშენ ვიქებში, ზრუნავდით „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეების ჩაცმულობაზე და ზოგადად, ძალიან აქტიურები და წარმატებულები იყავით, თუმცა, მაინც შეიცვალეთ მიმართულება, რა იყო ამის მიზეზი?
- კი, წარმატებულები ვიყავით, ზოგადად, არ მიყვარს, როცა საქმეს ხელს ვკიდებ და არ გამომდის, ვდებ სულს და გულს და ვაკეთებ სიყვარულით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შევიცვალე მიმართულება, ჩავთვალე, რომ ამ კონტექსტში ამოვწურე ჩემი თავი და რაღაც ახალი მჭირდებოდა, არ მოვინდომე ისევ ფეშენში დარჩენა, მომეცა შანსი რაღაც ახალი გამეკეთებინა, დრო სწავლას დავუთმე და ახალ პროფესიას დავეუფლე.
- და ეს თქვენი ახალი მიმართულება არის ფოტოშპალერი, შპალერზე გადაგაქვთ ნახატები და ახლა უკვე თქვენი შემოქმედებით ინტერიერის დიზაინზე ზრუნავთ...
- მე ვარ დიჯითალ არტისტი და ვქმნი ნახატს, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე გადავიდეს - იქნება ეს ტექსტილი, ქაღალდი თუ სხვა რამ. ვქმნი ნახატს და სწორედ ამ ჩემს შემოქმედებას ვყიდი. გამოვცადე ჩემი თავი შპალერის დამზადების კუთხით და ძალიან კარგი გამოვიდა. თუმცა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები, ნახატი გადამაქვს ჩანთებზე, ტექსტილზე, რომლის გადაკვრა შეიძლება ავეჯზე. თუ კედელზე გაკეთდება კონკრეტული ვიზუალის დეკორი, შეიძლება ანალოგიური გაკეთდეს ფარდაზე, ავეჯზე და ა.შ.
- როგორც მივხვდი, ქმნით ესკიზს, თავადვე უზრუნველყოფთ მის შპალერზე გადატანას?
- პირველ რიგში უნდა ვიცოდე კედლის ზომა, შემდეგ ამ კედლის ზომას ვარგებ ნახატს, ან ვქმნი ახალს კონკრეტულად ამ კედლისთვის, ვაგზავნი დასაბეჭდად და შემდეგ დამკვეთთან მიმაქვს ნიმუში.
ნახატი, რომელსაც მე ვქმნი, ჩვეულებრივ გადადის შპალერის მასალაზე, რომელიც მარტივად ეკვრება კედელს, ისე როგორც სხვა, ნებისმიერი შპალერი, არ სჭირდება რაიმე სპეციალური ტექნიკა გასაკრავად, ნებისმიერ ხელოსანს შეუძლია, რომ გააკრას. მუშაობის პროცესში თუ ვინმეს რაიმე კითხვა უჩნდება, ყოველთვის კონტაქტზე ვარ და ვცდილობ, მივიდე ადგილზე და ვნახო, როგორ მიდის სამუშაოები.
თვითონ ხატვის პროცესი არის იდენტური იმ პროცესისა, როცა ფანქრით და საღებავებით ხატავ, ოღონდ ეს ყველაფერი ხდება პლანშეტით. მაქსიმალურად ვცდილობ არ გამოვიყენო პროგრამული ეფექტები, რომ უფრო ბუნებრივი იყოს. თავიდანვე მქონდა ჩანაფიქრი, რომ ამ ყველაფერს ნახატის ეფექტი უფრო ჰქონოდა, ვიდრე ანიმაციის და ასეც აღიქმება.
ძალიან საინტერესო საქმეა, თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს, რადგან თავისუფალ დროს ვხატავ, როცა ამას არ ვაკეთებ მგონია, რომ ვცდები, მენანება ის დრო, თითქოს, რაღაც კარგი უნდა შემექმნა და ვერ გავაკეთე.
- რამდენად სპეციფიკური მოსავლელია ამ ტიპის შპალერი? იწმინდება?
- კი, იწმინდება ჩვეულებრივად, ფერი არ გადასდის. მართლა კარგი ხარისხია, ეკოლოგიურად სუფთაა და შეგიძლიათ ბავშვის ოთახშიც გააკრათ უპრობლემოდ.
- ყველაზე გამორჩეული პროექტი რომელი იყო თქვენთვის ამ მიმართულებით?
- ჩემი ყველა ნახატი ჩემი შვილია. გამორჩეული იყო თბილისი-ბაქოს პეიზაჟი, რომელიც გაკეთდა ერთ-ერთი ნავთობ კომპანიის საკონფერენციო დარბაზში, აბასთუმანში რესტორანი, სასტუმრო ძველ თბილისში, სპორტბარი, რომელიც ჩემი პირველი დამკვეთი იყო. მათ ჩემი ერთ-ერთი ნახატი კოსმონავტები მოეწონათ და მთხოვეს რომ თემატიკიდან გამომდინარე სპორტული ინვენტარით აღმეჭურვა ეს ჩემი კოსმონავტები, ასეც მოვიქეცი და ძალიან კარგი გამოვიდა.
- პირდაპირ კედელზე დახატვა თუ გიცდიათ?
- არა, პირადად მე არ მიცდია, მაგრამ ვთანამშრომლობ არტისტებთან, რომლებიც კედელზე ხატავენ და შეიძლება, რომ ჩემი ნახატი გადაიტანონ კედელზე.
- საკუთარ სახლში თუ გაქვთ თქვენს მიერ შექმნილი ფოტოშპალერით გაკეთებული ინტერიერი?
- ჯერ არა, მაგრამ ვაპირებ მოვიცალო ჩემი სახლისთვის, გავაკეთო რემონტი და შევცვალო დიზაინი. ძალიან მინდა ჭერის დეკორი გავაკეთო და ვნახოთ, როგორი გამოვა და როგორ მოვახერხებ დროის თვალსაზრისით. მომწონს ძალიან რასაც ვაკეთებ, მივმართავ ექსპერიმენტებს და კმაყოფილი ვარ, რომ დამკვეთებიც ისეთები მხვდებიან, ვინც ამ ყველაფერში მყვებიან.
ციცი ომანიძე