დღესდღეობით საქართველოში ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სამკაულები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო ღარიბაშვილი ხელნაკეთი ნივთების შექმნით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. დღეს იგი ოთხი შვილის დედაა. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ნინომ თვითდასაქმებაზე დაიწყო ფიქრი და ის სფერო აირჩია, სადაც ყველაზე თავისუფლად და კომფორტულად გრძნობდა თავს. მან ბავშვობისდროინდელი ჰობი გაიხსენა, მერე საოცრად დახვეწილი და ბევრი ხელოვანისთვის ალბათ საოცნებო გარემოც მოიწყო და იქ ქმნის ნამუშევრებს. ნინოს სწორედ მის ზღაპრულ სახელოსნოში ვესტუმრეთ და იქვე ვესაუბრეთ შემოქმედებაზე.
- ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ასევე მიზიდავდა რაიმე ორიგინალურის მოფიქრება და შესრულება. ადრე
სამუშაო მასალების მოძიება რთული იყო, შესაბამისად რაიმეს შესრულების რესურსი - მცირე, მაგრამ როგორც კი დრო დამრჩებოდა, ათასი წვრილმანით ვაკეთებდი სხვადასხვა ნივთს. მიხაროდა, როდესაც ნამუშევარს შემიქებდნენ.
ხელოვნება ჩვენშია, მთავარია - აღმოვაჩინოთ. ბედნიერებაა, როცა სიცოცხლეს აძლევ რაიმე ორიგინალურს, რაც შიგნიდან მოდის და შემდეგ ამას სამყაროს უზიარებ. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, დავიწყე ფიქრი, როგორ გამომეყენებინა ჩემი შემოქმედებითი უნარები. ინტერნეტით ხშირად ვათვალიერებდი ხელნაკეთ ნივთებს და ძალიან მომეწონა თიხით დამზადებული აქსესუარები. მოვიძიე ვიდეოგაკვეთილები, დამოუკიდებლად ავითვისე ყველაფერი, შევიძინე მასალები, ზოგი - თბილისში, ზოგი კი გამოვიწერე. ასე დავიწყე სამკაულების გაკეთება. ერთ სტილში არ ვმუშაობ, ყოველთვის ვცდილობ, რაიმე ახალი შევქმნა. ვმუშაობ თექაზეც, რომელიც ასევე დამოუკიდებლად შევისწავლე. გავაკეთე ეს პატარა სახელოსნო და მომავლისთვის ვფიქრობ სხვადახვა იდეის განხორციელებას, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, შევისწავლო კერამიკული ნივთების დამზადება და მქონდეს ჩემი ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია.
- რა მასალით ქმნით ნამუშევრებს?
- ძირითადად ნივთებს პოლიმერიული თიხით და დაპრესილი ყვავილებით ვამზადებ. თიხასთან მუშაობა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. მისგან შეიძლება თითქმის ყველანაირი დეკორი, აქსესუარი და სხვადასხვა მასალის იმიტაცია დამზადდეს. იდეალური მასალაა სამკაულების შესაქმნელად. დაპრესილი ყვავილებით შექმნილ კომპოზიციებს ვიტრაჟული ხელოვნება ეწოდება და ძალიან გავრცლებულია მსოფლიოში.
ხელნაკეთ ნივთებს განსაკუთრებით თბილი აურა აქვთ და ქარხანაში წარმოებული ნივთებისგან იმით გამოირჩევა, რომ მათი რაოდენობა ლიმიტირებულია.
- ვინ არიან თქვენ მიერ შექმნილი გმირები?
- ჩემ მიერ შექმნილ გმირებს ძირითადად ჩემივე ჩანახატებიდან ვაცოცხლებ, ან შეიძლება შთაგონების წყარო რომელიმე მულტფილმის გმირი, ნახატი ან ნებისმიერი ადამიანი გახდეს. ხშირად მთხოვენ, ნაკეთობა კონკრეტულ ადამიანს მივამსგავსო, მაგრამ შესასრულებლად რთულია.
- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ამავე დროს თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და შემფასებელი?
- ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები და ასევე დიდი კრიტიკოსებიც ჩემი შვილები არიან. ისინი ყურადღებით აკვირდებიან ყოველი ახალი ნივთის შექმნას, ხშირად მაძლევენ სასარგებლო რჩევებს. მეხმარებიან სხვადასხვა ნივთის დამზადებაში.
- განსხვავებული და ორიგინალური სახელოსნო გაქვთ. თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ?
- ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან მინდოდა, საკუთარი სახელოსნო მქონოდა, თანაც აუცილებლად ძველი სტილის. პროექტი მე და ჩემი ოჯახის მეგობარმა გავაკეთეთ. ინტერიერის დიზაინიც თავად მოვიფიქრე. სახელოსნოს სახელიც შევარქვით - ,,ნინას საბუტია“. ძალიან მიყვარს ჩემს სახელოსნოში განმარტოება. აქ სულიერად ვისვენებ და გონებაშიც თავისით იბადება სხვადასხვა იდეა, რომელიც ფურცელზე გადამაქვს.
- რა სტილს, ფერებს, ავეჯს მიანიჭეთ უპირატესობა?
- ძალიან მომწონს ვინტაჟის სტილი, ამიტომ სახელოსნოში ყველაფერი დაძველების ეფექტით გავაკეთე. მინდოდა, ოთახი რაც შეიძლება ნათელი ყოფილიყო, ამიტომ იატაკიც და კედლებიც თეთრად შევღებეთ, ავეჯიც ღია ფერებში დავაძველეთ. ნივთებიც და აქსესუარებიც ძველი სტილისაა, რაც მეტ სილამაზეს და სიმყუდროვეს სძენს აქაურობას.
ავეჯის ნაწილი რაიონებში შევიძინე, რომლებიც მართლაც ძალიან ძველია. მაგალითად, ტახტი ზუსტად ერთი საუკუნისაა და ძალიან შელახული იყო, მაგრამ რომ დავინახე, მივხვდი, ზუსტად ის იყო, რასაც ვეძებდი. ჩემმა მეუღლემ გაუკეთა რესტავრაცია, გაამაგრა, შემდეგ კი ჩვენ თვითონ შევღებეთ დაძველების ეფექტით და ახალი სიცოცხლე შევძინეთ მას. არ ვიცი, რამდენად კარგად გამოგვივიდა, მაგრამ როდესაც რაღაცას საკუთარი ხელით ქმნი, ეს ნივთი ასმაგად გიყვარდება. ბუფეტიც ძალიან ძველი შევიძინე, მაგრამ მისი შეღებვა ერთ-ერთ დიზაინერს მივანდე, რომელიც საოცარ რაღაცებს ქმნის და მართლაც ლამაზი გამოვიდა, ჭაღიც ძველისძველია. ეს ნივთები უკვე ხელოვნების ნიმუშებია.
- დაძველების ეფექტზე რას გვეტყვით, როგორ აკეთებთ ამ მეთოდით ავეჯს?
- დაძველების ეფექტის მიღება არ არის რთული და ყველას შეუძლია საკუთარი ხელით გააახლოს ავეჯი, რომელიც მეტად ორიგინალური გამოვა. რა თქმა უნდა, მე პროფესიონალი არ ვარ ამ საქმეში, მაგრამ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ.
ჯერ ძველ ავეჯს კარგად “გავშკურკავთ”, მოვაცილებთ ძველ ლაქს, სველი ტილოთი კარგად გავწმენდთ, ზედმეტი მტვერი რომ მოვაშოროთ. დავგრუნტავთ ხის გრუნტით, შემდეგ კი წავუსვამთ მუქი ფერის საღებავს, გაშრობის შემდეგ გადავუსვამთ ღია ფერის, მაგალითად, „თეთრ“ საღებავს. საბოლოოდ კი, გაშრობის შემდეგ ისევ “გავშკურკავთ” ადგილ-ადგილ იმისათვის, რომ გადაეცალოს თეთრი საღებავი და გამოჩნდეს მუქი ფერი, რომელიც გაცვეთილის და სიძველის ეფექტს აძლევს. ბოლოს შეგიძლიათ გადაუსვათ უფერო ლაქი.
- რამდენად აქტუალური და მოდურია ეს სტილი?
- ვინტაჟის სტილს ახლა ბევრი იყენებს, რადგან მოდურიც არის და სიმყუდროვესაც ქმნის. ვინტაჟური სტილი დროში გამოვლილი ნივთებია, რომლებიც განსაკუთრებულ მოხდენილობას ატარებენ და მათი სილამაზე მათსავე ექსკლუზიურობაშია. ვინტაჟი მოგონებების სტილია. ძველ ნივთებს მყუდრო და რომანტიკული განწყობა შემოაქვთ. ჩემი სახელოსნო ყველა სტუმარს მოსწონს, აქ ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. აქ გინდა, ხატო, წერო ლექსები, იკითხო წიგნები, განმარტოვდე. სიძველე ნოსტალგიას იწვევს და დროთა დამაკავშირებელი უხილავი ძაფები შემოაქვს, რომელიც ბავშვობაში გვაბრუნებს.
- ეზოც ლამაზად გაქვთ მოწყობილი. როგორც ვხვდები, მცენარეები გიყვართ...
- არ არსებობს ხელოვანი ადამიანი, ყვავილები და ბუნება რომ არ უყვარდეს. ეზო და ლანდშაფტიც ჩემი გემოვნებით მოვაწყვე, დიზაინერის დახმარების გარეშე. მინდა, რომ ჩემი შექმნილი ბაღი მქონდეს, ჯერ შეცდომებზე ვსწავლობ, ვკითხულობ და ხშირად ვუყურებ მებაღეების გაკვეთილებს და ვსწავლობ ყვავილების სწორად მოვლას. ყველა საქმე პროფესიონალიზმსა და ცოდნას მოითხოვს. ჯერ ისე არ არის ყველაფერი მოწყობილი, როგორიც ჩანაფიქრია, საბოლოდ კი ვფიქრობ, მეც ბევრ რამეს ვისწავლი და ბაღიც უფრო გალამაზდება და დაიხვეწება.
მერი ბლიაძე

კომენტარები
წარმატებებს გისურვებთ