ამბობენ, რომ ეს ოჯახი მსოფლიოს მართავს - ნაგვით დაწყებული ბიზნესი


ერთხელ ჰაინემ თქვა: "ფული ჩვენი დროის ღმერთია, როტშილდი კი მისი მოციქული".
ოდესღაც მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახად როტშილდების კლანი მიიჩნეოდა, თუმცა დღესდღეობით თანამედროვე მილიონრებმა თავისუფლად შეძლეს მათი ჩაჩოჩება ფორბსის სიაში. გეიტსმა, ცუკერბერგმა მილიონები რამდენიმე წელიწადში გამოიმუშავეს, როტშილდები კი ქონებას წლების განმავლობაში აგროვებდნენ.


დღესდღეობით უზარმაზარი ოჯახის თითოეული წევრი საკუთარი, არცთუ შთამბეჭდავი კაპიტალის მფლობელია, რომელიც ათობით მილიონს ან მილიარდს მოიცავს, თუმცა როტშილდების საერთო ქონება დაახლოებით 2-3 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ამ ოჯახის ისტორია ფანტასტიკის სფეროს წააგავს.

ყველაფერი კი ფრანკფურტში დაიწყო მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. ერთი
ღარიბი ებრაელი ბიჭუნა, მაიერ ამშელი, მამის გარდაცვალების შემდეგ თავდაუზოგავად ეძებდა რამე სამუშაოს, თავის რჩენა რომ შეძლებოდა. საბოლოოდ გადაწყვიტა ნაგავში ძველი ნივთები მოეძებნა. მათ ასუფთავებდა, აახლებდა, უბრუნებდა პირვანდელ სახეს და კოლექციონერებს სთავაზობდა.





პირველი ანტიკვარული მაღაზია ერთ პატარა ტრაქტირში გახსნა, ერთი ოთახი იქირავა და იქ მუშაობდა. შესასვლელში ეკიდა აბრა გერმანული წარწერით როტ შილდ.

სწორედ აქედან მოდის სახელწოდება როტ შილდის მაღაზია.



უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის გერმანია საგრაფოებისგან შედგებოდა, თითოეულს საკუთარი მმართველი ჰყავდა და საკუთარი ფულის ერთეული ჰქონდა. ამშელი მიხვდა, რაზე შეიძლებოდა ფულის კარგად კეთება და ძალიან მალე გახსნა ფულის გადამცვლელი პუნქტი. სხვადასხვა საგრაფოს ვაჭრები ფულს ამ პუნქტში ცვლიდნენ ადგილობრივი საგრაფოს მონეტებზე.



ცოტა ხანში მიზანდასახულმა ყმაწვილმა იმ პატარ-პატარა მაღაზიების შესყიდვა დაიწყო, რომელთაც საქმე არ მისდიოდათ და გაკოტრების პირას იყვნენ. ასე, ნელ-ნელა, მან მონოპოლიაც მოიპოვა, რამაც მისცა საშუალება გაეხსნა საკუთარი სრულფასოვანი ბანკი. თუმცა ნამდვილი წარმატება სულ სხვა გზით ეწვია.



მაიერი მიხვდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბრენდს,  სახელად როტშილდი შეირჩია და პრინც ფრიდრიხ ვილჰელმს ძვირფასი მონეტების კოლექცია უბოძა. ძღვენის სანაცვლოდ მხოლოდ მისდამი მორჩილების უფლება მოითხოვა. მოგვიანებით როტშილდი პრინცის პირად ბანკირად იქცა. ამ მფარველობის წყალობით მაიერი იქამდე არნახული ოდენობით ახერხებდა სახელმწიფო სესხების გაცემას.



ამასობაში მას ხუთი ვაჟი წამოეზარდა, რომელთაც მოგვიანებით როტშილდის ხუთი თითი უწოდეს. მაიერმა ისინი გადაანაწილა და ევროპაში გაგზავნა – მანჩესტერში, ნეაპოლში, პარიზში, ვენასა და ფრანკფურტში - სადაც მათ საკუთრი ბანკები გახსნეს.



ნაპოლეონის ომები როტშილდის წისქვილზე ასხამდა წყალს, იმის წყალობით, რომ მას ბანკები პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ჰქონდა, ლეგალურად შეეძლო დაეფინანსებინა ორი ერთმანეთის პირისპირ მებრძოლი ჯარი. მან პირობა მისცა ნაპოლეონს, რომ ფრანგული ოქრო ქვეყანას არ დატოვებდა, რეალურად მას ინგლისელებზე ყიდდა, იქიდან ოქრო ვექსილის სახით გადიოდა ესპანეთში, სადაც ხდებოდა ველინგტონის ჯარის დაფინანსება.



ამასობაში კი ვენაში გაგზავნილი სოლომონ როტშილდი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მთავარი ბანკირი გახდა. ამას მოჰყვა პირველი ევროპული ფინანსური იმპერიის ჩამოყალიბება.



როტშილდებმა ისტორიაში მხოლოდ ერთი აფიორა განახორციელეს, რამაც მათ მილიონები მოუტანა. საუბარია ვატერლოოს ბრძოლაზე. ფრაზა "ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს მსოფლიოს" სწორედ მაიორ როტშილდის მიერ იყო წარმოთქმული. ოჯახს ჰქონდა საინფორმაციო საშუალებების გავრცელების ქსელი საფოსტო მტრედების და ცხენების სახით და ინფორმაციას სხვებზე სწრაფად ღებულობდა.


ძმები როტშილდები პირადად აკონტროლებდნენ ბრძოლებს. როდესაც აშკარა გახდა, რომ ნაპოლეონი დამარცხდებოდა, სასწრაფოდ გაემგზავრნენ ლონდონში და იქაურ ბირჟაზე დაიწყეს საკუთარი რუსული და ინგლისური ძვირფასი ქაღალდების გაყიდვა, თითქოს ინგლისის მარცხის ეშინოდათ. მათ სხვებმაც მიბაძეს, ძმებმა კი ეს ქაღალდები კაპიკებად შეიძინეს.


მეორე დღეს ნაპოლეონის დამარცხების ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ბევრმა, ვიცნ წინა დღით ინგლისური ძვირფასი ქაღალდები გაყიდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როტშილდებმა კი 40 მლნ ფუნტი სტერლინგი მოგება მიიღეს.


სიკვდილის წინ ამშელ როტშილდმა შთამომავლობას კონკრეტული მითითებები დაუტოვა. მთავარი ყოველთვის ერთად ყოფნა და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ძმები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდნენ, ისინი ყოველთვის ფლობდნენ უტყუარ ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა მსოფლიოს ბაზარზე.


მე-19 საუკუნის 70-იან წლებში როტშილდების ქონება უკვე მილიარდს შეადგენდა. მათი ფული იყო ყველგან, პრუსიის და რუსეთის მეფეები, ავსტრიის იმპერატორები ფულს მათგან სესხულობდნენ. სწორედ ამ დროს მომწიფდა შეთქმულების თეორია.


დღესდღეობით ამ უზარმაზარი კლანის მეთაურად ფორმალურად ალექსანდრე როტშილდი მიიჩნევა. იგი ამ უძველესი კლანის მეშვიდე თაობის პირველი წარმომადგენელი გახლავთ. ჯერ კიდევ ამშელის პერიოდიდან არსებობდა მკაფიო ტრადიცია იმისა, რომ მემკვიდრეობა მხოლოდ მამაკაცებზე უნდა გადასულიყო. სხვათა შორის იმისთვის, რომ მემკვიდრეობა კლანს არ გაშორებოდა, როტშილდები ხშირად ქორწინდებოდნენ შედარებით შორეულ ნათესავებზე.


უზარმაზარი ქონების და გავლენის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ როტშილდები ყოველთვის ჩრდილში იდგნენ, ბევრს დღესაც ჰგონია, რომ მსოფლიოს სწორედ როტშილდების კლანი მართავს. ამბობენ, რომ ყველა ომი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სამეცნიერო კვლევები თუ სხვა დანარჩენი სწორედ როტშილდების კარნახით ხდება. თუმცა ასეა თუ არა სინამდვილეში, ეს მხოლოდ თავად როტშილდებმა იციან.

კომენტარები

ლილიკო 2019-07-04 21:13
პროვოკაციულად გამოგაქვთ ასეთი სათაურები რომ ანტიდასავლური პროპაგანდით კვებოთ რუსეთუმეები არანაირი ეთიკა არ გაგაჩნიათ
უსაქმური და მახათი 2019-07-02 16:50
როგორც ჩანს ნაგავში ტრადიციულად კარგად ერკვევიან,ამიტომ არ უჭირთ მსოფლიოს მართვა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები