უკვე გამოვიდა ჟურნალ „შინ“-ის საინტერესო და მრავლფეროვანი თემებით დახუნძლული მე-18 ნომერი. პრაქტიკულ რჩევებთან და სპეციალისტების ძალიან საჭირო რეკომენდაციებთან ერთად, რომლებიც ეხება სახლის ინტერიერს, რემონტს, მებაღეობას, ოთახის მცენარეებს და ავეჯს, ტრადიციულად, ცნობილების სახლებსაც დაგათვალიერებინებთ. ხელოვანი რესპონდენტების სიმრავლის გამო „შინ“-ის შემოდგომის ნომერი ხელოვანების ნომრად „მოვნათლეთ“.
მაშ ასე, პირველი ვის სახლსაც ჟურნალის ფურცლებზე ნახავთ - რეჟისორი ლევან წულაძე და მისი მეუღლე მანანა კოზაკოვაა. წყვილმა საცხოვრებლად, პლეხანოვიდან ოქროყანაში „იძულებით“ გადაინაცვლა და „შინ“-ს იმ სახლის დასათვალიერებლად უმასპინძლა, რომლის შენება-მოწყობასაც კინაღამ მათი ოჯახი შეეწირა, - „იმდენად
განსხვავებული აზრი გვქონდა დიზაინთან, ნივთებთან დაკავშირებით, რომ კინაღამ განქორწინებამდე მივედითო“, - ხუმრობით აღნიშნა ქალბატონმა მანანამ.
სახლში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ აქ ხელოვანი და გემოვნებიანი ადამიანები ცხორვობენ, ყველაფერში იგრძნობა მასპინძლების ცხოვრების წესი, გემოვნება, პრიორიტებები. საკმაოდ რთული აღმოჩნდა 200 წლის როიალისა და 120 წლის ბუხრის დატოვება ბატონი ლევანისთვის, თუმცა გამოსავალი მაინც იპოვნა - როიალი თეატრს აჩუქა და ამბობს, მაინც ერთად დავბერდებითო, 120 წლის ბუხარი კი სიურპრიზად მეგობრებმა ოქროყანაში დაახვედრეს... აბაზანის დიზაინში გაცოცხლებული ბავშობის სენტიმენტები, შირმად გადაქცეული ჭაღი, ორიგინალური რკინის ქოლგები, თამამი ქალის სილუეტი და თავად რეჟისორის მიერ შექმნილი ავეჯი, ეს იმ საინტერესო ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ხელოვანების ოჯახში იხილავთ.
მსახიობ მარინა ჯანაშიას და მხატვარ თემო გოცაძის თანაცხოვრება 44 წელს ითვლის, მართალია სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ, მაგრამ გაცნობიდან მოკლე დროში დაახლოვდნენ და ოჯახიც შექმენს. სახლი, სადაც ქალბატონ მარინას და ბატონ თემოს „შინ“ ეწვია, ვაკეში მდებარეობს. მსახიობისთვის ძვირფას ნივთებთან ერთად განსაკუთრებული ინტერესი იმ დიდმა ბიბლიოთეკამ გამოიწვია, რომელსაც მათ სახლში განსაკუთრებული ადგილი უკავია. „ჩვენს სახლში მთავარი სამი რამაა: ნახატები, მასალები (რომლითაც ნამუშევრები იქმნება) და წიგნები. ბიბლიოთეკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს უმთავრესია. ცხადია, ინფორმაციას გარე სამყარო გაძლევს, მაგრამ მთავარი მაინც წიგნიდან „მოდის“, - აღნიშნა ბატონმა თემომ.
სწორედ ამავე ინტერვიუში შეიტყობთ ქალბატონი მარინა ჯანაშიას შესახებ ისეთ მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც შესაძლოა, მისმა ძალიან ახლობლებმაც არ იცოდნენ. მსახიობისა და მხატვრის სახლის დიდი სივრცე ფუნქციურადაა გადანაწილებული. უამრავ დასრულებულ თუ ჯერ კიდევ დაუსრულებელ ნახატს შორის, თემო გოცაძეს რამდენიმე კუთხე აქვს: ერთგან ესკიზი იქმნება, მეორეგან ორიგინალი იწერება, მესამე კუთხეში კითხულობს, მეოთხე კი - ტელევიზორის საყურებლად არის განკუთვნილი. ასევე საინტერესოა პატარა ბაღი, სადაც ყვავილები და სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს.
ქართველი დიზაინერების სახლები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ამ მხრივ, ბუნებრივია, თეონა თავართქილაძეც არაა გამონაკლისი. თეონამ „შინ“-ს სახლის კარი ფართოდ გაუღო და საინტერესო მეგზურობაც გაგვიწია. დიზაინერი რის დიზაინერია, თუ მას ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი არ აქვს, არც თეონაა ამ მხრივ გამონაკლისი და სახლი სავსე აქვს ულამაზესი ნახატებით.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სადა წიგნების თარო, რომელიც აუცილებლად აგაღებინებს წიგნს და საოცრად კომფორტულ ბინაში მოკალათებულს, სხვა სამყაროში გადაგისვრის. ფეხბურთის სიყვარულს ცალკე კუთხე ეთმობა და ეს ბუნებრივიცაა, თეონას მეუღლე რეზი არველაძე ხომ წარმატებული ფეხბურთელია. ეს სიყვარული მათ ვაჟსაც გადაეცა და ისიც ამ გზას გრძელებს. სიმშვიდე, რომელიც მთელს სახლშია გამეფებული, კარის გაღებისთანავე იგრძნობა, ამ შეგრძნებებს დიზაინერის თეთრ ფერში გადაწყვეტილი აივანი კიდევ უფრო ამძაფრებს.
ჟურნალის „შინ“ მე-18 ნომერს განსაკუთრებულობასაც ისიც სძენს, რომ სწორედ აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ და დაათვალიეროთ, ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული და პოპულარული მხატვრის ოლეგ ტიმჩენკოს სახლი.
ეს ის რესპონდენტი გახლავთ, რომელიც ხშირად პრესის ფურცლებზე არ ჩდნება, თუმცა მეუღლესთან ერთად „შინ“-ს სახლში უმასპინძლა. ბავშვობა, სახლი, შემოქმედება, ნახატები - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჟურნალის ფურცლებიდან ამოიკითხავთ და ნახავთ სივრცეს, სადაც მისი ყველა ნახატი იქმნება.
საკუთარ სახლში შეგვახედა ასევე გამოჩენილმა მხატვარმა ნინო ფერაძემ, რომელმაც საკუთარი განვლილი გზა გაიხსენა და სახელოსნოც დაგვათვალიერებინა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალში „შინ“ საინტერესო სტატიებთან ერთად, ყველა მკითხველს საჩუქარი ელოდება, ხოლო 10 იღბლიანი, რომელიც ჟურნალში ვაუჩერს იპოვის - მაგიდის სანათს მოიგებს.
ციცი ომანიძე

კომენტარები