მექსიკაში მალე 3დ პრინტერით შექმნილი სოფელი გამოჩნდება


ასეთი რამ მსოფლიოში პირველად ხდება



3დ ტექნოლოგიით სრულფასოვანი საცხოვრებელი სახლის შექმნა ახალი აღარავისთვის არის. მშენებლობის აღნიშნული ხერხი ბევრად ეკონომიურია და ნაკლებ დროსაც მოითხოვს. ამჯერად კი ამ მეთოდით საქველმოქმედო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, რომელთა მიზანი მიუსაფარი ადამისნებისთვის საცხოვრებელი სახლების შექმნაა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში სულ მალე მექსიკაში უსახლკარო ადამისნებისთვის მთელი სოფელი აშენდება.
3დ ტექნოლოგია დღითიდღე მოთხოვნადი და პოპულარული ხდება, რადგან საცხოვრებელი სახლის შექმნა რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. ხარჯები კი საგრძნობლად მცირდება.



ჩვენს მიერ ნახსენები პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 400 უსახლკარო ადამიანისთვის 50 სახლის აშენება.



ახალი
სახლები აბოსულუტურად ადაპტირებული იქნება სამეურნეო საქმიანობისთვის. ამ ადამიანებს ექნებათ ბოსტნები, მოედნები და ეზოები. აქ ყველაფერი იქნება 4-5 სულიანი ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთავის.



რა თქმა უნდა, მშენებლობის დაწყებამდე შესწავლილი იქნა ადგილობრივი პირობები და ყველა ფაქტორი გათვალისწინებულია, რათა მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნას.



ადგილის გამოკვლევას და პროექტის დამტკიცებას 2 წელი დაჭირდა, თუმცა მშენებლობა ძალიან მალე დასრულდება.



სახლები მზადდება მობილური 3დ პრინტერით, რომლიც ყველაზე მიუდგომელ ადგილასც კი ახერხებს ბეჭდვას. აგრეგატი არ საჭიროებს დამატებით ენერგიას ან წყალთან მიერთებას.




ეს ყველაფერი როდია, ამ ტექნოლოგიის წყალობით სახლის აშენება 24 საათშია შესაძლებელი და ასევე აღსანიშნავა, რომ მშენებლობის შემდეგ არ რჩება ნარჩენი მასალა, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ფინანსებზეც და გარემოზეც.



კედლები აშენების შემდეგ საქმეში ერთვება ბრიგადა, რომელიც აკეთებს სახურავს, კანალიზაციას, ფანჯრებს, კარებს და სხვა კომუნიკაციებს.



პირველი ორი სახლი უკვე აშენებული და სრულფასოვნად მოწყობილია. საველმოქმედო კომპანია სახლის ინტერიერსაც საკუთარ თავზე იღებს.
მომავალი წლისთვის დანარჩენი 48 სახლის დასრულებაა დაგეგმილი.



სახლები მფლობელებს პრაქტიკულად უფასოდ გადაეცემათ, მათ 7 წელიწადში ამ სახლისთვის თვეში მხოლოდ სიმბოლური თანხის, 20 დოლარის გადახდა მოუწევთ.

კომენტარები

ბიბი 2020-01-04 21:04
წეროვანის დასახლება, ოღონდ ხარისხიანი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები