ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი უჩვეულო ინტერიერით აოცებს ხალხს

ამერიკაში, ტეხასში გასაყიდად არის გამოტანილი ეს სახლი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივია, თუმცა მისი ინტერიერის ფოტოებმა ბევრი გააოცა.


ფასადი და ექსტერიერი ამ სახლის, ამ არემარისთვის სრულიად ჩვეულია. მაგრამ როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებთ, საოცარი ხედი გადაიშლება თქვენ თვალწინ. ინტერიერი ისეთი გადატვირთულია ათასნაირი დეტალით, მაქმანით, ყვავილით და ა.შ., დეკორის ნივთების საწყობი ან გამოფენა უფრო გეგონება, ვიდრე სახლი, სადაც ადამიანი ცხოვრობს. 


გარდა იმისა, რომ კედლების ვარდისფრად არის შეღებილი, ყველგან - ხალიჩებზე, შალითებზე, ფარდებზე, ავეჯზეც კი, ყვავილების პრინტია ან ლეოპარდული მოტივები. დეკორატიული ბალიშიც იმდენი ალაგია, ვერ გაიგებ, სად შეიძლება მოთავსდეს ადამიანი.
დეკუპაჟის სტილშია მოწყობილი ავეჯი, თუმცა ისიც
ძირითადად ყვავილებითაა მოჩითული. 



ამ სახლში მისი "კრეატიული" მფლობელები 400 ათას დოლარს ითხოვენ. როგორ გაგრძელდება სახლის ბედი, არავინ იცის, თუმცა საეჭვოა, ახალმა მფლობელმა ამ "ვარდისფერ სამოთხეში" ცხოვრება ისურვოს. 


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები