უკვე 15 წელია თბილისის ცენტრში, პეკინის ქუჩაზე მდებარე კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი თავის სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებით ანებივრებს გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში.
"გალერეა რუმ დიზაინის" გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რომ თქვენი სახლის ინტერიერის მოწყობის პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც თანამედროვე სახლის მოსაწყობად არის საჭირო. თუმცა, რადგანაც კომპანია დაარსების დღიდან აქცენტს ხარისხზე აკეთებდა, შოურუმში მხოლოდ წამყვანი ევროპული ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი. "ჩვენ მხოლოდ თქვენთვის ვქმნით ინტერიერის მოწყობის ფილოსოფიას" - ასეთია კომპანიის სლოგანი. სწორედ ამ ფილოსოფიაში მონაწილეობს მისი
ექვსი მიმართულება: კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილები, შპალერი, საფარდე ქსოვილები, ავეჯი, განათება და აქსესუარები.
ამჯერად, გვინდა განსაკუთრებული ყურადღება საფარდე ქსოვილებსა და სისტემებს დავუთმოთ. ფარდები ხომ სიმყუდროვის და ესთეტიკის უცვლელი ატრიბუტია, ამასთან მათი დახმარებით საკმაოდ სწრაფად და მარტივად შეიძლება ნებისმიერი ტიპის ინტერიერის გადახალისება. სწორედ ამიტომ, "გალერეა რუმ დიზაინის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას და ცდილობს შოურუმში ბოლო ტრენდების გათვალისწინებით შექმნილი უახლესი კოლექციები წარმოგიდგინოთ წამყვანი ევროპული ბრენდებისგან. ამ მიზნით ჩვენი დიზაინერები წლების მანძილზე რეგულარულად ესწრებოდნენ გამოფენებს ტექსტილის ინდუსტრიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ქართული ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პირადად არჩევდნენ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჰორეკა მიმართულებაზე. წარმოდგენილი გვაქვს ცეცხლგამძლე, აკუსტიკური საფარდე ქსოვილების ფართო არჩევანი, რათა ნებისმიერი ტიპის მომხმარებლის გემოვნების დაკმაყოფილება შევძლოთ, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ დიდი კომერციული ობიექტი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოფიციალური კონტრაქტი და პარტნიორობა გვაქვს გაფორმებული ბევრ წამყვან ევროპულ ბრენდთან. შედეგად გამოსვლისთანავე გვაქვს წვდომა მათ ახალ კოლექციებსა და კატალოგებზე, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს მომხმარებელს მუდმივად განახლებადი პროდუქცია შევთავაზოთ. ასევე, ოფიციალური პარტნიორობის დიდი უპირატესობაა მოქნილი საფასო პოლიტიკა. უმაღლესი ხარისხის საფარდე ქსოვილებზე ფასები ჩვენს შოურუმში 35 ლარიდან იწყება. მნიშვნელოვანი შეღავათები კეთდება დიდი რაოდენობით შეკვეთის დროს, რაც ხშირად ხდება სხვადასხვა კომერციული ობიექტებისგან. ჩვენი გუნდის მიერაა შესრულებეული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა თბილისის საკრებულოს შენობა, განათლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ასევე რამდენიმე ცნობილი სასტუმრო და კიდევ მრავალი ობიექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა არც სხვა მომხმარებლებს ვივიწყებთ და მათთვის რეგულარულად ვაცხადებთ გარკვეული ტიპის აქციებსა და ფასდაკლებებს.
რადგანაც ჩვენი ორიენტირი მომხმარებელია, მისთვის გაწეული სერვისი მხოლოდ შოურუმში მომსახურებით არ შემოიფარგლება. ჩვენი დიზაინერები შესაბამისი სასაქონლო კატალოგებით ადგილზე სტუმრობენ ობიექტს. ხდება სიტუაციური ანალიზი, გარემოს შესწავლა, ზომების აღება და მხოლოდ ამის შემდეგ ვარჩევთ შესაფერის საფარდე ქსოვილებს, რომლებსაც ჰარმონიულად ვუხამებთ დეკორატიულ ბალიშებსა და საწოლის გადასაფარებლებს. რა თქმა უნდა, გვაქვს ყიდვის შემდგომი მომსახურებაც. ჩვენს მომხმარებლებს არ უწევთ ფარდების შეკერვასა და დაკიდება-მონტაჟზე ზრუნვა, რადგან ამ სერვისის მიწოდებას "გალერეა რუმ დიზაინი" მთლიანად თავის თავზე იღებს.
"გალერეა რუმ დიზაინის" გუნდი ამსხვრევს სტერეოტიპებს, რომ ინტერიერის მოწყობის საშუალებები მხოლოდ მასალაა და მათი შეძენა მოსაწყენი პროცესია. აქ სტუმრობისას საშუალება გეძლევათ ფინჯანი ყავის თანხლებით, კომფორტულ გარემოში აარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია. კვალიფიციური დიზაინერ-კონსულტანტების დახმარებით ეს პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო, შემოქმედებითი და კონცეპტუალური ხდება.