გამოცანა: „გარეთ ათასი, შიგნით ატლასი“, მართალია ბროწეულზეა, მაგრამ თურმე შეიძლება ეს სიტყვები შენობასაც მოარგო. ევროპული ფასადი და აღმოსავლური ინტერიერი ერთ ნაგებობაში, ერთმანეთს შეხამებული ეს ორი კულტურა გამორჩეულ და უნიკალურ ელფერს სძენს თბილისის სამხატვრო აკადემიას.
თან, ეს შენობა მართლა გამოცანას ჰგავს, რადგან მრავალი წლის შემდეგაც, მასში სხვადასხვა სივრცეებისა და დეტალების აღმოჩენა დღემდე გრძელდება...
* * *
ვარდან არშაკუნი თბილისის მერი გახლდათ. თავის დროზე ის საქართველოს დედაქალაქში ირანიდან გადმოსახლებულა და ვაჭრობით მოპოვებული კაპიტალის ნაწილი, აქ ზღაპრული ოცნების სასახლის ასაგებად ჩადო. პროექტის ავტორად
არქიტექტორი გრიგორი ივანოვი მიიწვია, რომელმაც დამკვეთის გემოვნების გათვალისწინებით, ზღაპრებში აღწერილი სასახლეების მსგავსი შენობის პროექტი შექმნა.
XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, მშენებლებისა და ოსტატების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ არშაკუნის სასახლეს ბუხრები, ხელით მოხატული კედლები, მბზინავი, კაშკაშა და ფერადი ინტერიერი და ასევე სარკეებიანი ოთახები ჰქონოდა. ასე შეიქმნა ირანიდან ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ ხელით მოჭედილი დარბაზები, რომლებიც იმდენი წვრილი დეტალისგან შედგება, მთელი დღე რომ ათვალიერო, მაინც ვერ ამოწურავ. ეს უნიკალური სივრცეები ერთი დიდი არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია ამ მასშტაბური სასახლის სხვა ადგილებიც.
ისტორიულად ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, ვარდან არშაკუნი ისე გარდაიცვალა, თავის ოცნების სასახლეში ცხოვრება ვერ მოასწრო. შენობა ერთხანს მისი ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა, ქირავდებოდა. მოგვიანებით აქ ბინა „ტფილისის საარტისტო წრემ“ დაიდო. სხვადასხვა დროს, შენობას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ: ხან აზიური ცეკვების შემსწავლელი სტუდია იყო, ხან საბალეტო სკოლა, ისწავლებოდა ხელსაქმეც. მოკლედ, აქ იყო ყველაფერი, რაც იმ დროის თბილისში ევროპიდან შემოდიოდა მოდაში და ნელ-ნელა ჩვენშიც იკიდებდა ფეხს.
* * *
ამ შენობაში თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებას წინ მრავალწლიანი ეტაპები უძღოდა: 1874 წლიდან დედაქალაქსა თუ რეგიონში ფუნქციონირებდა სხვადასხვა სამხატვრო სასწავლებელი. თუმცა ცხადი გახლდათ, რომ საქართველოში სამხატვრო განათლების სრულყოფისთვის, უმაღლესი სამხატვრო საგანმანათლებლო ინსტიტუციის დაფუძნება იყო საჭირო. ამისათვის აქტიურად მოღვაწეობდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ 1916 წელს დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოება და მათმა ძალისხმევამ საბოლოო შედეგიც გამოიღო.
1922 წლიდან შენობაში თბილისის სამხატვრო აკადემიაა - პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოში და მთელ კავკასიაში. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ოთხი ფაკულტეტი: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკისა და ხუროთმოძღვრების. მოგვიანებით, აკადემიის კერამიკული სკოლის ბაზაზე გაიხსნა კერამიკული სახელოსნო და მალევე ქანდაკების ფაკულტეტთან დაარსდა კერამიკის განყოფილებაც.
1922 წლის გაზაფხულიდან აკადემიას მართავდა პროფესორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი, ეღიშე თათევოსიანი, ჰენრიხ ჰრინევსკი, ანატოლი კალგინი, ნიკოლოზ სევეროვი. 1922 წლის 14 მაისს აკადემიის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე აირჩიეს აკადემიის პირველი რექტორი – მეცნიერი, ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი.
როგორც ჩანს, შენობა ჯერ კიდევ მაშინ ყოფილა ავარიული, მოითხოვდა ხელის შევლებას, „დახმარებას“ და ამას აკადემიის პირველი რექტორის გიორგი ჩუბინაშვილის წერილიც ადასტურებს. ის ქალაქის მმართველობას მიმართავდა, შენობა ინგრევა და იქნებ გაამაგროთო, თუმცა, მის თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
წლები გავიდა. ამ ხნის განმავლობაში შენობა კიდევ უფრო დაზიანდა და ასე რომ გაგრძელებულყო, ალბათ სავალალო შედეგი დადგებოდა და დაიკარგებოდა ეს განძი.
* * *
თბილისის სამხატვრო აკადემიის ფუნდამენტური და კაპიტალური რეაბილიტაცია დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო და მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, დღემდე გაგრძელდა. პროექტი საქარველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სრული მხარდაჭერით განხორციელდა და ხარჯი 13 მილიონზე მეტ ლარს ასცდა.
კომუნისტურ ეპოქაში გადაღებილი დარბაზების, თაბაშირის ქვეშ მოყოლილი ყაჯარი ოსტატების მიერ შექმნილი ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა ცალკე თემაა. პირვანდელ სახესთან მაქსიმალური მიახლოება, ავთენტურობის შენარჩუნებით, დღევანდელი რესტავრატორების დამსახურებაა. მათი წყალობით, სარკეებიან და მის მიმდებარე 5 დარბაზს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა.
შრომატევადი სამუშაოს შესრულება მოუხდა იმ სამშენებლო კომპანიასაც, რომელმაც აკადემიის რეაბილიტაცია ითავა. შენობის არა მხოლოდ რესტავრაცია, არამედ სრული რეკონსტრუქცია მოხდა. ფაქტობრივად, თავიდან აშენდა ყველაფერი.
დღეს კი აკადემიის შენობაში შესულ ადამიანს შემდეგი სურათი ხვდება: განახლებული შესასვლელი - კიბითურთ, რექტორის აპარატი, სასწავლო სტუდიები, სააქტო დარბაზი, კერამიკის სახელოსნო, ბიბლიოთეკა, სასადილო და ა.შ. გარემო ადაპტირებულია შშმ პირებზე.
განახლებულმა სამხატვრო აკადემიამ, როგორც მთავარი - სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულება დაიტოვა, ისე სამუზეუმო ფუნქციაც შეიძინა. რადგან წარმოუდგენელია, ის სილამაზე, რომელიც ამ შენობის მიღმა იმალება, ნებისმიერმა ადგილობრივმა თუ ტურისტმა არ ნახოს.
გიორგი (გია) გუგუშვილი 2014 წლიდან დღემდე, სამხატვრო აკადემიის რექტორია. ჟურნალი „შინ“ დიდ მადლობას უხდის მას აკადემიაში მეგზურობისა და მასპინძლობისთვის.
ანა კალანდაძე

კომენტარები