როგორ იყენებდნენ ბიდეს საბჭოეთში, როცა მისი დანიშნულება ბევრმა არც იცოდა

ბევრ ადამიანს აინტერესებს, რა საჭიროა ბიდე.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ბიდე ძალიან საჭირო ნივთი ყოფილა და საკმაოდ ფართო დიაპაზონის.
ბიდე, როგორც პირადი ჰიგიენის ატრიბუტი, საფრანგეთში მე-17 საუკუნეში გამოჩნდა და დღემდე უალტერნატივოა.
ბიდე სხვადასხვა ვარიაციებით ბევრ ქვეყანაში გამოიყენება.
ერთ-ერთი საინტერესო გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბიდეს საბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ხშირად უცოლო მამაკაცები იმონტაჟებდნენ ხოლმე ბინაში.


რატომ?
ვერსიები ნამდვილად საინტერესოა.

1. ფეხების დაბანა



სიცხეში ბიდეს მოხმარების სიხშირე გეომეტრული პროგრესიით იზრდება, ვინ იტყვის უარს ცხელი დღის შემდეგ ფეხების წყალში ჩაყოფაზე.

2. საზამთროს ჩაციება



ბევრი
ადამიანი თურმე ბიდეს საზამთროს ჩასაციებლად იყენებდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს დანიშნულება მოუძებნეს.

3. შიდა თეთრეულის რეცხვა



არ ვიცით რატომ, მაგრამ იმ დროისთვის ქალები თვლიდნენ, რომ ნჟარზე კარგად შიდა თეთრულს ბიდეში ჩაალბობდნენ. აბა, სხვა რაში უნდა გამოეყენებინათ ეს ნივთი?

4. გრუმინგი


ბიდე ძალიან მოსახერხებელი ყოფილა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჰიგიენური პროცედურებისთვის, აბა, ნიჟარაში ხომ არ დაბანდნენ თათებს.

5. ფეხსაცმელების რეცხვა


ბიდეს კიდევ ერთი სტატუსი - ფეხსაცმელების გასარეცხი ადგილი. ვერაფერს იტყვი, თან ეგრევე, ტანსაცმლიანად, უბრალოდ ჩაყავი ფეხი ბიდეში და გარეცხე ფეხსაცმელი, რა პრობლეამაა, თან ძალიან მოსახერხებელია.

სინამდვილეში კი, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ბიდე ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოიყენებოდა საფრანგეთში, სასქესო ორგანოების დასაბანად.

კომენტარები

ეკატერინე 2021-08-09 12:56
ფრანგული სამეფო კარი პერიოდულად გადადიოდა ერთი სასახლიდან მეორეში იმის გამო,რომ წინაში პრაქტიკულად სუნთქვა შეუძლებელი იყო. მას მერე, რაც ფრანგ მეფე ლუდოვიკო IX-ს (XIII ს) ფანჯრიდან ფეკალიები გადაასხეს,პარიზის მკვიდრთ დართეს ნება გადაექციათ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ფანჯრიდან მხოლოდ მას შემდეგ,რაც სამჯერ დაიძახებდნენ: “ფთხილად!” საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-მ ცხოვრებაში სულ ორჯერ იბანავა — ისიც ექიმთა რჩევის გამო.ბანაობამ მონარქი იმდენად შეაძრწუნა,რომ დაიფიცა,რომ არასდროს ჩაიტარებდა წყლის პროცედურებს.ცნობილი ფრანგული პარფიუმერიის თავდაპირველი ამოცანა იყო ერთი–მძაფრი და მდგრადი სუნამოებით გადაეფარათ ის საშინელი სიმყრალე,რაც წლობით დაუბანელ სხეულებს ასდიოდა.მიზეზები, თუ რატომ არ ბანაობდნენ:სიშიშვლე ცოდვად ითვლებოდა, ბანაობა - სიამოვნებად.... და თქვენ ამბობთ, რომ ბიდე მე-17 საუკუნიდანაა? ბიდე კი არა, პირველი ე.წ.ტუალეტი მე-18 საუკუნის მიწურულს შეიქმნა ინგლისში..

კომენტარის დამატება