ღამე სახლში უცნაური ხმები გესმით? იქნებ, თაგვი გყავთ? მოგითხრობთ, როგორ უნდა გაიგოთ, მართლა გემუქრებათ ამის საფრთხე თუ ტყუილად ნერვიულობთ.
სახლის თაგვი მხოლოდ ერთი წელი ცოცლობს, ამ ხნის განმავლობაში ერთ დედა თაგვს 10 წრუწუნას გაჩენა შეუძლია. წრუწუნა 20 დღეში იბადება. ერთ ჯერზე შესაძლოა 8-12 ერთად დაიბადოს. რამდენიმე თვეში ეს წრუწუნები მზად არიან გამრავლებისთვის. ასე რომ, სულ ცოტა დროში სახლში შესაძლოა თაგვების სერიოზული კოლონა აღმოგაჩნდეთ. ამან კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მარტო თქვენი პროდუქტების მარაგს, არამედ თქვენს ჯანმრთელობასაც.
საიდან ჩნდებიან თაგვები?
ქალაქგარეთ
სახლებში უმეტესად სახლის თაგვები ბინადრობენ, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნამდვილი მღრღნელები სახლში ცხოვრებაზე უარს აცხადებენ. ზაფხულში თუ სუფთა ჰაერი სიამოვნებთ, შემოდგომიდან თბილ გარემოს ეძებენ.
განსაკუთრებით მარცვლეული იზიდავთ და შესაძლოა მარცვლეულის ტომარაშიც კი დაბინავდნენ. არც ხილსა და ბოსტნეულზე ამბობენ უარს. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს მიირთმევენ, თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლოა პლედი ან ჩაის ტილოც კი დააგემოვნონ.
თაგვები, ისევე, როგორც ტარაკნები, სინანტროპული ჯიშის წარმომადგენლები არიან. ისინი ძალიან კარგად ეგუებიან ადამიანებთან ცხოვრებას. ცდილობენ რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ შეუმჩნევლები და ისე მიიღონ ყველაფერი, რაც სურთ და უყვართ. ისინი ადვილად იტანენ ყველანაირ სირთულეს. სითხესაც ცოტას სვამენ.
ტერიტორიის ათვისებას მღრღნელები სარდაფიდან იწყებენ, თუმცა არც მრავალსართულიან სახლებში დაბინავება უჭირთ.
სად იმალებიან ყველაზე ხშირად?
თაგვებს ძალიან მოქნილი ჩონჩხი აქვთ და ამიტომ ყველაზე პატარა ხვრელშიც კი ადვილად ეტევიან, ასე რომ, ყველგან შეიძლება შეგხვდეთ. წარმოიდგინეთ, 6 მმ-იან ხვრელშიც კი შეუძლიათ გაძრომა. თაგვების უმეტესობა მაინც საკვებიდან 3-4 მეტრის რადიუსით იდებს ბინას. გავრცელებული ადგილია გაზქურასა და კედელს შორის, გაზქურაში, სამზარეულოს კარადაში, მაცივარსა და კედლეს შორის და ა.შ.
რა ზიანი მოაქვთ?
გარდა საკვებისა, შესაძლოა დაღრღნან კაბელები და შნურები. ეს კი შესაძლოა ხანძრის მიზეზიც კი გახდეს. გარდა ეკონომიური ზარალისა, ისინი ინფექციის გადამტანებიც არიან. მათ გადააქვთ მიკრობები შარდიდან და ფეკალიებიდან.
როგორ მივხვდეთ, რომ სახლში თაგვი გვყავს?
თაგვის ცურცლი
ეს გახლავთ შავი ფერის გრანულები, რომელიც შესაძლოა შეგხვდეთ სამზარეულოს კარადაში, გაზქურაში და სხვა ადგილებში. თუ მსგავს თაგვის ფეკალიებს სადმე აღმოაჩენთ, აუცილებლად კარგად დაათვალიერეთ ყველა კუთხე-კუნჭული. გამოიყენეთ ხელთათმანები და არავითარ შემთხვევაში მტვერსასრუტი.
ასევე, თუ სახლში თაგვია, შესაძლოა შეიგრძნოთ სპეციფიური სუნი, რომელიც განსაკუთრებით დახურულ სივრცეში იგრძნობა. ამ სუნს თაგვები შარდთან ერთად გამოყოფენ, რათა ტერიტორია მონიშნონ.
კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სახლში თაგვია ,მოკბეჩილი პროდუქტებია. რა თქმა უნდა, არა ადამიანის მიერ. თუ მსგავსი რამე შენიშნეთ, ის პროდუქტი აუცილებლად უნდა გადააგდოთ.
და ბოლოს, თუ თაგვი საკუთარი თვალით დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მარტო არ იქნება და აუცილებლად უნდა მიმართოთ მკაცრ ზომებს

კომენტარები