თუ ჟინვალში, სოფელ ჩინთში მოხვდებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ეკონომისტისა და იურისტის, ნუგზარ წიკლაურის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მფლობელმა ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცია. ბატონმა ნუგზარმა შვიდი წლის წინ გადაწყვიტა, კედლებზე ეგვიპტური და შუმერული კულტურა გაეცოცხლებინა. მის ქმნილებას „ქართულ სემირამიდას“ ბაღებსაც კი უწოდებენ.
„ძალიან მიყვარს ისტორია. ერაყში რომ შევიდა ამერიკული ჯარი და დაიწყო ასურბანიფალის ისტორიის დანგრევა, ბიბლიოთეკის დანგრევა, ძალიან დამაინტრიგა ამან. დავიწყე იმის გაკეთება, რაც ამტკიცებს, რა კავშირი აქვთ შუმერებს, ასურელებს კავკასიელ ხალხებთან. რა კავშირი აქვთ ხევსურებს, სვანებს, რაჭას, რატომ აქვთ ადამიანებს კასპიის
ზღვიდან შავ ზღვამდე მსგავსი ჩაცმულობა, მსგავსი კოშკები. ერთმანეთს ჰგვანან გარეგნობით, ტრადიციებით და ა.შ“.
ბატონი ნუგზარის სახლში განგაცვიფრებთ სივრცე, სადაც შუმერული, ასურული, ეგვიპტური კულტურა ერწყმის ერთმანეთს. კედლებზე გამოასახულია მეფეების ნადიმი, ეგვიპტის ქალღმერთი იზიდა, ასურელების ქალღმერთი იშთარი, ერთი კუთხე კაპადოკიას ეთმობა, ვინაიდან სწორედ აქედან ჩამოვიდა წმინდა ნინო საქართველოში. აქ ყველა კუთხეს, ქანდაკებას თავისი ისტორია და შინაარსი აქვს.
სახლის ინტერიერი საუცხოო და განსაცვიფრებელია. დაუჯერებელია, მაგრამ ბატონმა ნუგზარმა აქ ყველაფერი საკუთარი ხელით და ძალისხმევით მოაწყო.
„თუ ადამიანს არ აქვს მიზანი, სურვილი, უინტერესოა მისი ცხოვრება. მიზანი უნდა დაისახო და მერე დაიწყო ამ მიზნის განხორციელება. მინდა ვთქვა, რომ ხელოვნება არ ისწავლება. ხელოვანი ადამიანები იბადებიან, ეს სულში უნდა გქონდეს. ეს საქმე ჩემთვის არავის არ უსწავლებია. თუ ისწავლე, მაშინ მარტო იმას გააკეთებ, რაც ისწავლე“, - ამბობს ბატონი ნუგზარი.
ქანდაკებებს გაჯით, განსხვავებული ტექნიკით ქმნის. მისმა ნამუშევრებმა ინგლისელი არქიტექტორიც კი გააოცა. „ერთად ვცადეთ ნამუშევრის შექმნა. სანამ მან ერთი ჯიხვის თავი გააკეთა, მე ოთხი კაცი გამოვაქანდაკე“, - ამბობს ბატონი ნუგზარი.
ეზოში შთამბეჭდავი სანახავია ხუთასწლოვანი მუხის ხეზე აგებული სახლი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ეს ის საოცნებო ადგილია, რომელში ცხოვრებასა და თავბრუდამხვევი თავგადასავლების გადახდენაზე ბავშვობაში არაერთ ჩვენგანს უოცნებია.
„ძალიან ვიწვალე ამ სახლის აგებაზე, რომ მუხა არ დაგვეზიანებინა. ბევრი ადამიანი მეხმარებოდა. საბედნიეროდ, ისე გავაკეთეთ, რომ მუხა საერთოდ არ „შეგვიწუხებია“.
სახლი ექვსსართულიანია. მესამე სართულზე არის მოსასვენებელი სივრცე, სადაც ადამიანები სიმშვიდეს ჰპოვებენ.
ეს კი ყველაფერი არ არის, ბატონ ნუგზარს წინ ბევრი გეგმა აქვს. ამბობს, რომ მისი იდეები ამოუწურავია. სურს სამშობლოს საინტერესო ტურისტული სივრცე დაუტოვოს, რომელიც ქვეყანას გამოადგება.
„სიბერეზე არც ვფიქრობ, ამისთვის არ მცალია. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი“...
მერი ბლიაძე

კომენტარები