დიდი ბრიტანეთის დედოფალს სულ ცოტა ხნის წინ 96 წელი შეუსრულდა. ქვეყანამ დედოფლის პლატინის იუბილე აღნიშნა. ვნახოთ, რა უძრავ ქონებებს ფლობს ეს საოცარი ქალბატონი ოფიციალური სასახლეებიდან პირადი სახლების ჩათვლით.
ქალბატონ დედოფალს სახლი თითქმის ნებისმიერი შემთხვევისთვის აქვს. ზოგი ტიტულთან ერთად არის შეძენილი, ზოგიც მემკვიდრეობის უფლებით აქვს მიღებული. გთავაზობთ მისი უძრავი ქონების ჩამონათვალს. ამ სიაში მხოლოდ ბუკინჰემის სასახლეს როდი შეხვდებით.
ბუკინჰემის სასახლე
ლოგიკურია, რომ ინგლისის დედოფალზე საუბარი მისი ოფიციალური ბრიტანული რეზიდენციით, ბუკინჰემის სასახლით დავიწყოთ, რომელიც თავდაპირველად 1703 წელს აშენდა ბუკინჰემის ჰერცოგისთვის. მეფე გეორგ
III-მ ის 1762 წელს შეიძინა და მომდევნო 75 წელის განმავლობში სასახლის არქიტექტურულ იერსახეზე არქიტექტორები ჯონ ნეში და და ედვარდ ბლორი მუშაობდნენ.
კომპლექსი ითვლის 775 ოთახს, 19 სახელმწიფო ნომერს, დედოფლის და სტუმრის 52 საძინებელს, პერსონალის 188 ნომერს, 92 ოფისსა და 72 აბაზანას. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 17 ჰექტარზეა გადაჭიმული.
დარბაზებში რემბრანდტისა და რუბენსის ნამუშევრებია გამოფენილი. წელიწადში ორი თვით, აგვისტოსა და სექტემბერში დედოფალი სასახლეს ტოვებს, რა დროსაც ბუკინჰემის კარი იხსნება ვიზიტორებისთვის.
უინძორის სასახლე
პირველად ელისაბედ მეორე საკუთარ დასთან, მარგარეტთან ერთად ამ სასახლეში უსაფრთხოების მიზნით მეორე მსოფლიო ომის დროს დაბინავდა. ამჟამად ქალბატონი დედოფალი სასახლეს მხოლოდ დასვენების დღეებში სტუმრობს. უინძორი მონარქიის სიმბოლოდ მიიჩნევა და მმართველ გვარს ეკუთვნის. რეზიდენცია გარშემორტყმულია 13 ჰექტარით, სასახლეში 1000 ოთახია, რაც ამ სასახლეს მსოფლიოში პოტენციურად ყველაზე დასახლებულ სასახლედ აქცევს.
ჰოლირუდის სასახლე
ჰოლირუდის სასახლე ბრიტანეთის მმართველი გვარის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს ედინბურგში. თავდაპირველად, 1128 წელს, აქ ავგუსტის ორდენის მონასტერი დაარსდა. ჰოლირუდის სასახლეში დედოფალი შოტლანდიაში ტრადიციული მგზავრობის დროს ჩერდება ხოლმე, როგორც წესი, ზაფხულის პირველ კვირას. აქ ნიშნავს დედოფალი ქვეყნის პირველ მინისტრს და მართავს შეხვედრებს.
ბალმორალის სასახლე
ბალმორალის სასახლეში, კერძო საკუთრებაში, დედოფალი ზაფხულის ბოლო რამდენიმე კვირას ატარებს ხოლმე. ეს შოტლანდიური სასახლე დედოფლის ფავორიტ რეზიდენციად მიიჩნევა. სასახლე 1852 წელს არის აგებული შოტლანდიურ სტილში. სასახლეს აქვს 20 ჰექტარი მიწა, ამას ემატება ტყეები, მინდვრები და ირმებისა და პონების რემა.
სანდრინჰემის სასახლე
ამ სასახლეს დღესასწაულების დროს სტუმრობენ ხოლმე. დედოფალი ამ ადგილს ძალიან მიჯაჭვულია. აქ უყვარს განმარტოება ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი კორონაციის წლისთავზე და მამის გარდაცვალების დღეებში, ასევე ახალ წელს. ეს კერძო სასახლე ნორფლოკში, დიდ ბრიტანეთში უინძორის დინასტიამ 1862 წელს შეიძინა.
ჰილსბორო
როგორც ჰოლირუდის სასახლე შოტლანდიაში, ისე ჰილსბოროს სასახლე დედოფლის ოფიციალური რეზიდენციაა ჩრდილოეთ ირლანდიაში მგზავრობის დროს. სასახლე ქვეყნის ოფიციალური რეზიდენციაც გახლავთ. სასახლე მე-18 საუკუნეში აშენდა მარკიზ დაუნშირის ოჯახისთვის და 1922 წლამდე მათ მფლობელობაშიც იყო, სანამ მარკიზ მეექვსემ ის ბრიტანელ მმართველს არ მიჰყიდა.