ოჯახი თანამედროვე აპარტამენტებიდან მე-19 საუკუნის სახლში გადასახლდა და ნამდვილი სავანე მოაწყო

მოდელიერი მარია ლინდბლომ-ლევი და მისი მეუღლე, მარკი მალმიოში, მე-19 საუკუნის სახლში ბინადრობენ. მათი სახლის ინტერიერი გაჟღენთილია ხელოვნებით, დიზაინით, საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებითა და მოგონებებით მოგზაურობების შესახებ. მოდით, დავათვალიეროთ ეს საოცარი ადგილი.



მალიომი ლინდბლომ-ლევის ოჯახისთვის მშობლიურად 2003 წლიდან იქცა. ოჯახის თავი, მარკი, წარმოშობით ლონდონიდან გახლავთ, პროფესიით არქიტექტორი და დიზაინერი. მარია მოდელიერი და დიზაინერია. წყვილი ერთმანეთს კოპენჰაგენში სწავლის დროს შეხვდა.
მათ ჰყავთ უფროსი ბიჭი და 15 წლის ქალიშვილი, მოლი. წყვილს საკუთარი სამუშაო სტუდია აქვს სახლიდან რამდენიმე კვარტალში. იქ მარიას დიზაინით შექმნილი სამოსი
იყიდება, რომელიც შეზღუდული ტირაჟით იწარმოება.


შვედეთში გადასვლა ოჯახმა ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც მათი ვაჟი 3 წლის იყო. ისინი დიდი ხნის განმავლობაშ ისვენებდნენ კარიბის კუნძულებზე და გზად სახლისაკენ დაფიქრდენენ, სად უნდოდათ ცხოვრება რეალურად. ძალიან მოსწონდათ კოპენჰაგენში ცხოვრება, თუმცა გულით უნდოდათ, რომ მათ შვილებს შვედეთში ეცხოვრათ. მალმიოში ხომ ყველაფერი ძალიან ახლოს გვაქვს, კოპენჰაგენში კი შორსო, - ამბობდა მარია.


არცთუ დიდი ზომის, ღია ცისფერი სახლი მალმიოს ცენტრში მდებარეობს. ის 1862 წელს აშენდა და შენობა მრავალ ორიგნალურ დეტალს ინახავს. ინტერიერში არის ბევრი ეკლექტიკა, გასული საუკუნის შუა პერიოდის დიზაინის კლასიკა ჰარმონიულად ერწყმის მარკის მიერ შექმნილ და მოგონილ ვინტაჟურ ნივთებს. სახლი, შეიძლება ითქვას, გაჟღენთილია ხელოვნებით, ყველაზე დიდი ოთახი კი მარიას სამოსის კოლექციით არის შევსებული. პერიოდულად აქ იმართება წვეულებები და სახლი ცოტა ხნით შოურუმად გადაიქცევა ხოლმე.


ოჯახი ხშირად მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ აქსესუარები სახლისთვის, ლარნაკები, ჭურჭელი და ა.შ.
ასე რომ, თუ ადამიანს აქვს მშვენიერების აღქმის უნარი, ჯადოსნური სამყაროს შექმნა ყველგან არის შესაძლებელი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები