როგორი იქნება იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მახლობლად აშენებული ქართული კულტურის ცენტრი - მთავრობამ პროექტი დაამტკიცა


სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტურ სა­მე­ფო­ში, მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ზე, მა­ცხოვ­რის ნათ­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის და­სა­არ­სებ­ლად შექ­მნი­ლი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ზე ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი და­ამ­ტკი­ცეს.
კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­გან წინა სხდო­მი­დან დღემ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ის­მი­ნეს და ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შემ­დგო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­გეგ­მეს. აღი­ნიშ­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის შერ­ჩე­ვა.


მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მი­ნის­ტრებს კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი მის­ცა.პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ზე ქარ­თუ­ლი
კულ­ტუ­რის ცენ­ტრის და­სა­არ­სებ­ლად სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მას ვიცე-პრე­მი­ე­რი, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი; ვიცე-პრე­მი­ე­რი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი;


გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი; სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი; ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლი; მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი რე­ვაზ ჯა­ვე­ლი­ძე; სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნი­დი; ალა­ვერ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვი­თი (მა­ხა­რა­ძე); ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე (შა­რა­შე­ნი­ძე) და სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები