რომელი მცენარე გაალამაზებს მოსასვენებელ ზონას აგარაკზე

თითქმის ყველა მცოცავი მცენარე ერთნაირად "იქცევა": პირველი ორი წლის განმავლობაში ქმნიან ფესვთა სისტემას, შემდეგ კი სწრაფად იზრდებიან. შედეგი შესაძლოა მაშინვე ვერ დაინახოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მძლავრი ღეროები დ ფოთლები კედლებსა და საყრდენებს მთლიანად დაფარავს და დეკორატიული კუთხედ იქცევა.

მცოცავი მცენარეების დარგვისას არ დაივიწყოთ მათი მთავარი ნაკლი: დროთა განმავლობაში მათი კონტროლი მოგიწევთ. იმისათვის, რომ მხვიარა მცენარის ფესვთა სისტემა ბაღში არ შეიჭრას და სხვა მცენარეები არ დააზარალოს, აუცილებელია სასაზღვრო ბორდიურის გათხრა დაახლოებით 40 სმ სიღრმეზე.


უსურვაზი (პართენოცისუსი)

უსურვაზი ძალიან პოპულარულია ამ კატეგორიის
მცენარეთა შორის, რადგან ის ლამაზია, სწრაფად იზრდება და სრულიად უპრეტენზიოა. ორიოდე წლის განმავლობაში დაფარავს თქვენს კედელს სქელი ხალიჩით. როგორც წესი, ამ მცენარის მოვლა ყოველწლიურ სანიტარულ გასხვლას გულისხმობს. არ არის აუცილებელი ზამთრისთვის შეფუთვა, ის მშვიდად იტანს ყინვებს, შემოდგომაზე კი, როდესაც ფოთლები უწითლდება, განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება.

კლემატისი

ამ მცენარისთვის ზამთარში საყრდენის ამოღება აუცილებელი არ არის.  იზამთრებენ უპრობლემოდ. ყვავის ჯიშის მიხედვით: არის ძალიან ადრეული, რომლებიც ყვავის მაისში და რომელიც ყვავის გვიან, ასევე ხელახლა აყვავებული ჯიშები, რომლებსაც შეუძლიათ ზაფხულის ბოლოს ყვავილობის მეორე ტალღა გაიარონ. მას სჭირდება საყრდენი. მისი ღერების სიგრძე 3 მ-ს აღწევს, ამიტომ მას ძლიერი დამჭერი სჭირდება.

ცხრატყავა

200-მდე სახეობის ცხრატყავა არსებობს, მაგრამ დასასვენებელი ზონის გასაფორმებლად უმჯობესია აირჩიოთ ისეთი ჯიშები, რომლებსაც აქვთ მცოცავი ყლორტები. ცხრატყავა კარგად იტანს სიცივეს, იზრდება სწრაფად, ლამაზად და ძალიან უხვად ყვავის ივნისში თითქმის მთელი თვის განმავლობაში, თეთრი ან მოვარდისფრო-წითელი ყვავილებით. ჯიშების უმეტესობა უპრობლემოდ იზამთრებს თავშესაფრის გარეშე. თუმცა გასთვალისწინებელია ორი მომენტი: ცხრატყავა აგრესიულია, ამიტომ დროთა განმავლობაში შეიძლება საჭირო გახდეს მისი იზოლირება, ხოლო ცხრატყავას არომატი, რომელიც საღამოობით ძლიერდება, შეიძლება ზედმეტად გამაღიზიანებელი გახდეს.

კალისტეგია

მას ხშირად უწოდებენ ფრანგულ ვარდს, რადგან მისი კვირტები, განსაკუთრებით პიონის ჯიშები, აყვავებული ძალიან გამორჩეულია. კალისტეგია უპრეტენზიოა. ზაფხულში შეიძლება გაიზარდოს 3-4 მეტრამდე, დიდი მოვლის გარეშე, საყრდენებითა და ბადეებით. იმის გამო, რომ კალისტეგიის ფოთლები დიდი არ არის, მისი შერწყმა შეიძლება სხვა მცენარეებათანაც, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს არის კიდევ ერთი აგრესორი მცენარე, რომელსაც უცილებლად უნდა შეუზღუდოთ ფესვები.

აქტინიდია

იდეალური მცენარეა ვერტიკალური ბაღისთვის. ძალიან გრძელია ლიანა, რომლის ნაყოფს კივის, მარწყვის ან ანანასის გემო აქვს. ერთი მცენარიდან 50 კგ-მდე ნაყოფის მოკრეფაა შესაძლებელი. ლიანა ნაყოფს იძლევა ზაფხულის ბოლოს. კარგად იტანს ზამთარს, ფოთლები კი ფერს იცვლის: გაზაფხულზე ბრინჯაოსფერია, ზაფხულში კიდეები მზეზე თეთრდება, შემოდგომაზე კი ვარდისფერდება. მოსავლის მისაღებად საჭიროა მამრობითი და მდედრი მცენარეების დარგვა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები