როგორ გავალამაზოთ აგარაკი ეფექტური ხერხებით


არ იცით, რა გააკეთოთ აგარაკზე სახლის მიმდებარე დიდ ტერიტორიაზე? შევეცდებით მოგცეთ ისეთი რჩევები, რომელიც მის გალამაზებასა და მოწყობაში დაგხმარებათ.

რამდენიმე დონე



რამდენიმე რელიეფი ახლა ძალიან მოდაშია არა მხოლოდ ბაღში, არამედ ინტერიერის დიზაინშიც. შეგიძლიათ ერთი და იგივე ხეები და მცენარეები რამდენიმე დონის გასაფორმებლად გამოიყენოთ. ასე სივრცე ბევრად დიდი, კომფორტული და ლამაზი გამოჩნდება. ამ შემთხვევაში დიდი ზომის და მოყვავილე მცენარეები უფრო გამოგადგებათ, ცარიელი ადგილების შესავსებად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ საფეხურები.

მცენარეების საყრდენი



ამ დეტალის მეშვეობით არა მხოლოდ საყრდენით უზრუნველყოფთ თქვენს მცენარეებს, არამედ ოპტიკურად
გაზრდით თქვენი ბაღის ვიზუალს. საყრდენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტიხრები, ღერძები, ღობეები და ა.შ.

კლუმბები



პატარ-პატარ კლუმბებით, ყვავილების კუნძულებით განუმეორებელ ხიბლს მიანიჭებთ თქვენს არემარეს.

ხის ფანჩატური


ფანჩატური ყველა ბაღს სჭირდება. გარდა იმისა, რომ ის უბრალოდ საჭიროა ზაფხულის ცხელი საღამოების სასიამოვნოდ გასატარებლად, ის მცენარეების საყრდენადაც გამოგადგებათ და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ.

შადრევანი



სულ პატარა სივრცეშიც კი შესაძლებელია შადრევნის გაკეთება, სახლის მახლობლად კი ის უბრალოდ პოზიტიური განწყობის გარანტი იქნება.

ღობე



ზონების, სივრცეების ერთმანეთისგან გამოყოფა აუცილებელია. ეს ტერიტორიას უფრო მოწესრიგებულს და ორგანიზებულს ხდის, საამისოდ გამოადგებათ ღობეები, ტიხრები, იქნება ეს ქვის, ფიცრის, ხის, აგურის თუ სხვა სახის.

დეკორი


იფიქრეთ ბაღის დეკორატიულ განათებაზეც, საღამოობით ასეთი ბაღი ძალიან ლამაზად გამოიყურება.




კომენტარები

DantePoina 2025-03-04 03:27
Hi ,

Running a business means always chasing leads, right? But what if you could see who's checking out your website, even if they don't fill out a form?

TrafficID from BrandWell does just that. We reveal those anonymous visitors, so you get:

Contact Details: Names, companies – get the info you need!

More Sales: Turn website visits into real opportunities.

Quick Start: Try TrafficID FREE for 7 days. Setup is easy.

And because you're part of our affiliate family, you'll get a bonus: 20% MORE Post Credits!

Want to finally understand your website traffic?

HERE - https://bit.ly/brandtrafficid

Best regards

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები