ბაღში აყვავებული ბილიკები ზღაპრულ, ჯადოსნურ განცდას ქმნის. მოდით ვნახოთ, რომელი მცენარეებია შესაფერისი ქვებსა და ფილებს შორის სივრცის შესავსებად.
დიდი ქვებისგან დამზადებული დეკორატიული ბაღის ბილიკები მშვენივრად ჯდება აგარაკის ლანდშაფტში, მაგრამ იმისთვის, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს, გაფორმება სჭირდება.
თიამი
ეს აგარაკისთვის ფავორიტი მცენარეა, უპრეტენზიო, რომელსაც არ uუყვარს ჩრდილი და კარგად დრენირებულ ნიადაგს ითხოვს. მთავარია, დროულად აღკვეთოთ მისი უკონტროლო გავრცელება.
მცოცავი ვერონიკა
კიდევ ერთი მცენარე, რომელსაც შეუძლია თქვენი ქვებიანი აგარაკის დამშვენება. ამ მცენარეს ახასიათებს ინტენსიური ზრდა და ფეხით გადავლის შემთხვევაში ადვილად არ იტკეპნება. საოცარ
სედუმი
სედუმი გამოირჩევა სიდაბლით, სილამაზით და gგამძლეობით. ადვილად არ ხმება. იდეალური ვარიანტია აგარაკის ბილიკების გასაფორმებლად.
ჯუჯა შროშანი ან იაპონური ოფიოპოგონი
ეს გახლავთ მრავალწლოვანი ბალახი, რომელიც ნელ-ნელა ავსებს ფილებს შორის სივრცეს. არ ეშინია ფეხით მოსიარულეების, ჩრდილისა და კაშკაშა მზის.
აიუგა
ეს ნიადაგმფარავი, მცოცავი მცენარე კიდევ ერთი შესანიშნავის საშუალება თქვენი ბაღის ბილიკების გასალამაზებლად.
ერთი სიტყვით, კიდევ მრავალი მცენარე არსებობს, რომელიც შეძლებს თქვენი ლანდშაფტის გამოცოცხლებას და გალამაზებას, ჩვენ კი სხვადასხვა ვარიანტებს შემოგთავაზებთ.