ერთი წესი საძინებელში, რომლის გარეშეც ჯანმრთელ ძილი გამორიცხულია


ადამიანს უნდა ეძინოს აბსოლუტურ სიბნელეში - ირწმუნებიან ექიმები. თუ გინდათ, რომ დღის განმავლობაში დაკარგული ენერგია ბოლომდე აღიდგინოთ და მეორე დღეს ძალ-ღონით სავსე შეხვდეთ, ენერგიული და ხალისიანი, კარგად უნდა გამოიძინოთ. ძილის ხარისხი ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, თუ ანთებულ შუქში ძილი გიყვართ, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ სიმსუქნე შეგაწუხებთ. ეს დასკვნა ამერიკელმა სპეციალისტებმა გააკეთეს. გარდა სიმსუქნისა, ანთებულ შუქში ძილმა, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს, დიდი შანსია, რომ ადამიანს დაემართოს დიაბეტი ან ჰიპერტონია.

ექიმები გვირჩევენ, უფრო მეტიც, მკაცრად მოითხოვენ, რომ დავიძინოთ
აბსოლუტურ სიბნელეში. ერთი ღამეც კი საკმარისია მკრთალ სანათის შუქზე ძილი, რომ ადამიანს სისხლში შაქრის დონემ საგრძნობლად აუწიოს და გულისცემა გაუხშირდეს.
სომნოლოგები ასევე გვაფრთხილებენ, რომ არც ძალიან ხანგრძლივი ძილია კარგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები