თქვენს აგარაკზე ან ეზოში ეს მცენარე თუ შენიშნეთ, ნუ იჩქარებთ მის მოშორებას!

ეს მცენარე ბევრი მებაღისთვის კარგადაა ცნობილი, დანდურთან ბრძოლა ხომ არც ისე ადვილია. საკმაოდ ჯიშიანი სარეველაა. დანდური 25 წლამდე ცოცხლობს. ბევრი ადამიანი ამ მცენარეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეველად მიიჩნევს, თუმცა გვინდა დაგამშვიდოთ, ეს სარეველა კი არა, სამკურნალო მცენარეა და თუ თქვენს ბაღში შენიშნეთ, მის მოშორებას ნუ იჩქარებთ. საცოდაობაა დანდურის სამკურნალო თვისებების არგამოყენება.

ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბაღის, ისე ველური დანდური. ამ მცენარის ფოთლები მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. დანდური შეიცავს რკინასა და ადვილად ათვისებად კალცს. მდიდარია A ვიტამინითაც. ყველა ეს ნივთიერება ხელს უშლის სიმსივნური

უჯრედების წარმოქმნას და ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დანდურის გამოყენება რეკომენდებულია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის და ძალიან კარგად მოქმედებს მათ ნერვულ სისტემაზე. ბევრმა დიასახლისმა იცის დანდურის გემო და მის სალათებს და მწნილსაც კი აკეთებენ.

ამ მცენარეს ხრაშუნა და ლიმონის სიმჟავის მქონე არომატი აქვს. დანდურით ძალიან კარგი სალათის გაკეთებაა შესაძლებელი. ქორფა დანდური ძალიან უხდება ხორცსა და თევზს. კარგია მისი გარნირად გამოყენება. დანდურს ხარშავენ, უმატებენ ნიორს, ძმარს და თუშავენ ხახვთან ერთად, ის ძალიან უხდება სოკოსაც.

კომენტარები

მიშა 2020-07-20 17:03
ღანძილი არის ველური ნიორი. დანდური სულ სხვა რამეა. ერთმანეთში ნუ იღებთ.
NG 2020-05-20 23:53
Portulaca oleracea ინგლისურად
მანი 2020-04-25 03:30
ინგლისურად რა ქვია ხო არ იცით
ლუიზა 2020-04-24 07:42
დანდურს მოთუშავ ზეთში ხახვთან ერთად შემდეგ კვერცხს დაამატებ.
მზია 2020-04-23 19:28
დანიური მოუხარშავად კარგია სალათად და მაწონში ნიორს უზამ ძან გემრიელია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები