როგორ გამოიყურება მიხეილ გორბაჩოვის სახლი, რომელიც 7 მილიონ ევროდ გაიყიდა

XXI საუკუნის დასაწყისში პოლიტიკოსის ოჯახმა იყიდა ვილა, რომელიც მყუდრო და თვალწარმტაც ქალაქ როტახ-ეგერნში მდებარეობს.
ცნობილი პოლიტიკოსი, სსრკ-ს პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 2022 წლის აგვისტოში გარდაიცვალა 91 წლის ასაკში.
გორბაჩოვის პირველი სასახლე გერმანიაში წმინდა ლავრენტის ეკლესიის მახლობლად მდებარეობდა, თუმცა 2007 წელს პოლიტიკოსის ოჯახმა გაყიდა სახლი და იყიდა ახალი - ჰუბერტუსის ციხე. ეს გახლავთ სამსართულიანი სასახლე, რომლის ფართობია 570 კვ.მ. მეტრია. მის გვერდით არის ფართობი ავტოფარეხის სახით, რომელიც განთავსებულია 0,26 ჰექტარ ფართობზე.

გორბაჩოვის სასახლე მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ადგილას -
ტეგერნსეს ტბაზე, მთებით გარშემორტყმული. ითვლება, რომ ბავარიის კლიმატი და ადგილობრივი ბუნება დადებითად მოქმედებს ჯადამინის ანმრთელობასა და განწყობაზე. სწორედ ამიტომ შეიძინა პოლიტიკოსის ოჯახმა ეს ქონება.

ვილის პირველ სართულზე არის ფართო სამზარეულო. იქვე მდებარეობს მყუდრო სასადილო ბუხრით. ინტერიერში დომინირებს მშვიდი სადა, ფერები.

მეორე და მესამე სართულებზე არის რამდენიმე საძინებელი. თითოეულ მათგანს გააჩნია ცალკე გასახდელი ოთახი და აბაზანა. პოლიტიკოსს ჰქონდა ასევე ბიბლიოთეკა, საუნა საცურაო აუზით და რამდენიმე ოფისი. პრესა წერდა, რომ სასახლე პოლიტიკოსს 7 მილიონი ევრო დაუჯდა.
მიხეილ გორბაჩოვმა 90 წლის იუბილე სწორედ ამ სახლში აღნიშნა. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა გერმანულმა გამოცემამ დაწერა, რომ გორბაჩოვის ბავარიული ვილა, რომელიც ალპებს გადაჰყურებს, გასაყიდად იყო გამოტანილი. 2008 წელს სასახლეს ჩაუტარდა საფუძვლიანი რემონტი და სახლი თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები