ყველაზე ახალგაზრდა მეფუტკრე - 1 სკით დაიწყო და 3 წელიწადში 55 სკამდე ავიდა

ყველაზე ახალგაზრდა მეფუტკრის შესახებ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს:

"ყველაზე ახალგაზრდა მეფუტკრე, ვინც კი მინახავს, ველისციხელი ვაჟა მაჩიტაშვილია. როცა სოფელში ჩავაკითხე, მითხრეს, რომ სკები ფშაველში ჰქონდა და იქ წასულიყო.

ვაჟა მთავარ გზასთან ახლოს სკებთან ფუსფუსებდა. უკვე ბინდდებოდა, ის კი იქაურობას არ შორდებოდა.
"მეფუტკრე ფუტკარივით უნდა შრომობდეს", - მითხრა 19 წლის ბიჭმა და სკას თავი დაახურა.


ვაჟა 16 წლის იყო, ამ საქმით რომ დაინტერესდა და 1 სკით დაიწყო. მომდევნო წელს უკვე 8 ჰქონდა. სამ წელიწადში კი 55 სკამდე ავიდა. ამაში "აწარმოე საქართველოს" გრანტი

დაეხმარა.
ვაჟას ახლობელმა მითხრა, რომ ის მართლაც ფუტკარივით შრომობს. ბიჭს რომ გავხედე, თავი დამიკრა - "მეფუტკრემ მაშინ კი არ უნდა მოიცალოს, როცა თავად სურს, არამედ მაშინ, როცა ფუტკარს სჭირდება", - მითხრა ვაჟამ.
მას ძირითადათ აკაციისა და ცაცხვის თაფლი აქვს. სასწაული გემო ჰქონდა. თანაც, ნამდვილად 100 %-ით ბუნებრივია.
აქვე ვაჟამ მითხრა, რომ ნამდვილ თაფლს სუნი უნდა ჰქონდეს და შეძენის წინ ყურადღება მიაქციეთო.
ჩემთვის ვაჟა მაჩიტაშვილი შრომის სიყვარულისა და მიზანდასახულობის მაგალითია".

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები