ვარსკვლავები, რომელთაც ბოსტანში მუშაობა უყვართ და საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მიირთმევენ

ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და ზოგადად, მდიდარ და ცნობილ ადამიანებს კიტრისა და პომიდვრის საკუთარი ხელით მოყვანის საჭიროება რომ არ აქვთ, ეს ყველას კარგად გვესმის, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ეს ძალიან საყვარელი საქმიანობა ყოფლა. დიახ, დიახ, მებოსტნეობა ჰოლივუდში, შეიძლება ითქვას, მოდაშია. ნატურალური პროდუქტის მირთმევის მსურველი ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს.

სინდი კორუფორდი

ეს ქალბატონი საოცრად გამოიყურება და საკუთარ თავზე რომ ზრუნავს, ესეც ცხადია. ის კი ალბათ ბევრმა არ იცოდით, რომ საკუთარ ბაღ-ბოსტანს სულ საკუთარი ხელით უვლის და ამით ამაყობს კიდეც.

ჯენიფერ
გარნერი

ჯენიფერ გარნერი კი საკუთარი ხელით გახარებული და მოყვანილი მზესუმზირებით იწონებს თავს.

ქეით მიდლტონი

ამ ქალბატონმა ყველა გააოცა საკუთარი შესაძლებლობებით, როდესაც სერიოზულად დაინტერესდა მებაღეობით.

რიზ უიზერსპუნი

ეს ქალბატონი აქტიურად არის გატაცებული და დაინტერესებული ეკოლოგიით. მას საკუთარი რანჩო აქვს კალიფორნიაში, სადაც მოჰყავს ბოსტნეული და ჰყავს ქათმებიც.

ოპრა უინფრი

ოპრა არათუ ბაღი, მას მთელი ფრემა აქვს ჰავაიზე, სადაც მოჰყავს ხილი და ბოსტნეული. საკუთარ მოსავალს სიამაყით აშუქებს თავის ბლოგში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალბატონი აცხადებს, რომ მისი საყვარელი საქმიანობა მიწის ჩიჩქნაა.

ფინქი

ფინქი საყვარელ ბოსტანს თავის ორ შვილთან ერთად უვლის. ამბობს, რომ ხუთი წელი ცდილობდა პომიდვრის მოყვანას და ხუთი წლის შემდეგ, როგორც იქნა, შეძლო ამის გაკეთება.

მილა იოვოვიჩი

მილა კი თავს იწონებს ყვავილების საოცარი სათბურით და ამტკიცებს, რომ ფუტკრები პირველ რიგში მის ყვავილებთან მიფრინავენ ხოლმე.

ელიზაბეტ ჰერლი

ელიზაბეტ ჰერლისთვის ორგანული ხილ-ბოსტნეული არა მარტო ჰობი, ბიზნესიც არის. მისი ფერმა ბრიტანეთში დაახლოებით 2 ჰექტარ მიწაზეა გადაჭიმული და სერიზოულ მოსავალსაც იძლევა.

გვინეტ პელტროუ

ეს ლამაზი ქალბატონი "მწვანე ცხოვრების" აქტიური პროპაგანდისტია. მას ამ თემისადმი მიძღვნილი საკუთარი საიტიც კი აქვს.

კარლ მე-3

ყოფილი პრინცი ჩარლზი, ახლა კი მეფე კარლ მესამე მებაღეობის ერთ-ერთი ძალიან აქტიური მიმდევარია. მას არა მარტო საკუთარი ხელით მოჰყავს მოსავალი, არამედ საკუთარი ჯიბიდან სერიოზულ თანხებსაც ხარჯავს მებაღეობის განსავითარებლად.

რინგო სტარი

კიდევ ერთი ბრიტანელი მებაღე - რინგო სტარი. ბითლზების დაშლის შემდეგ მუსიკოსს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, რომელსაც მებაღეობას უძღვნის.

ზოი დეშანელი

ცნობილი მსახიობი ხშირად იწონებს თავს სოციალურ ქსელებში საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეულით.


სტინგი

მომღერალს აქვს საკუთარი ბაღი და არა მხოლოდ დეკორატიული კუთხით ზრუნავს მასზე, არამედ მოჰყავს პროდუქცია და ასევე ჰყავს შინაური ფინველები და ცხოველები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის გახლდათ ვეგანი, თუმცა ახლა ქათმის ხორცს, მით უმეტეს საკუთარი ხელით მოშენებული საქათმიდან, დიდი სიამოვნებით მიირთმევს.

ჯულია რობერტსი

ამ ყველასათვის საყვარელ ქალბატონსაც აქვს საკუთარი ნაკვეთი მალიბუში და დიდი სიამოვნებით მოჰყავს ბოსტნეული საკუთარი ძალისხმევით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები