სითბო და სიმყუდროვე ყველა ადამიანს სჭირდება, არადა, ისეც ხდება ხოლმე, რომ გარეთ თბილა, სახლში კი ცივა, რატომ? ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია კერძო სახლის შემთხვევაში.
დავიწყოთ იმით, რომ სახლი საფუძვლიანად უნდა დალაგდეს. დაიწყეთ სარდაფიდან და გადაყარეთ ყველა ძველი და უსარგებლო ნივთი, ისინი შესაძლოა დაობდეს და გარდა იმისა, რომ გაავრცელებენ ნესტს, შესაძლოა ამა თუ იმ დაავადების გამავრცელებლებიც კი იყვნენ.
აუცილებლად გააღეთ ყველა ფანჯარა
და კარები და კარგად გაანიავეთ სახლი.
იმისათვის, რომ სახლი დათბეს, საჭიროა გათბობის ჩართვა მუდმივად, სახლი უნდა გათბეს, გამოშრეს კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს სითბოს შენარჩუნებას. ცენტრალური გათბობა ამისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, ღუმელი ამ პრობლემის მოგვარებას ნაკლებად შეძლებს.
ზოგიერთი სახლი ისეა აშენებული, რომ შიგნით სითბოს შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი გარედან დათბილვა. ეს შესაძლოა იყოს პრობლემა საძირკველში ან არასწორად განთავსებული ფანჯრები.
სიცივე სახლში შესაძლოა სახურავიდანაც შემოდიოდეს. მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ისიც დაათბოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ სიცივის შემოსვლის ალბათობა შენობაში. სახურავის დათბობა შესაძლებელია როგორც გარედან, ისე შიგნიდან, საამისოდ ძალიან ბევრი მასალა არსებობს.
იდეალური ვარიანტია სახლში სავენტილაციო სისტემის გაკეთება, რომელიც დაგეხმარებათ სინესტის თავიდან აცილებაში და ასევე ტემპერატურის სწორად გადანაწილებაში მთელი სახლის მასშტაბით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მხრივ განსაკუთრებით ფრთხილ და ყურადღებიან მიდგომას სახლის სარდაფი საჭიროებს.