როცა სახლში კეთილდღეობასა და ბედნიერებას ვხედავთ, ვამბობთ, რომ ფუძის ანგელოზი გვწყალობს. არრსებობს თუ არა მართლაც სახლის მფარველი ანგელოზი, რომელიც მის ბინადრებს ყოველგვარი სიავისგან იცავს.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- თუ არსებობს სახლის, ფუძის მფარველი ანგელოზი, რომელიც ოჯახის წევრებს იცავს ბოროტი ძალებისგან?
- როდესაც სასულიერო პირი სახლს აკურთხებს, სწორედ იქ ითქმის ლოცვა: დაამკვიდრე უფალო სახლსა ამას ანგელოზი ფუძისა. წმინდა წერილისთვის უცხო არ არის
- არსებობს ლოცვა ფუძის ანგელოზისადმი?
- ხშირად უნდა ვიკითხოთ მფარველი ანგელოზის ლოცვა, რომელიც ეძღვნება ასევე "ფუძის ანგელოზს".
- ოჯახის წვერებს შორის დავის, ან ცუდი საქციელის შედეგად სახლის ანგელოზი შეიძლება განრისხდეს?
- ყოველი ცოდვისა და ბოროტების ერთგულებისას, უფალი და მისი ანგელოზები გვტოვებენ. არა იმიტომ, რომ ,,ბრაზდებიან", მათთვის უცხოა გაბრაზება, მრისხანება და ა.შ. ეს სიტყვები როდესაც გვესმის უფალზე ან ანგელოზზე, უნდა გულისხმავყოთ ჩვენს ენაზე, რაოდენ ვცოდეთ და დავცილდით ღმერთს ჩვენივე ცოდვების გამო.
- ამბობენ ხოლმე, ესა თუ ის ადამიანი სახლში ცუდი ფეხით შემოვიდაო, მართებულია ასეთი აზრი?
- ადამიანის გული ასხივებს სიკეთეს ან ბოროტებას. ფეხი არაფერ შუაშია. თითქოსდა მისი გული ,,მოსიარულე დემონია", ცოდვას ახასიათებს სიმყრალე, რომელსაც ,,ცუდ ფეხს" უწოდებენ. რაღა თქმა უნდა, დემონით შეპყრობილ ადამიანთან მეგობრობას უნდა ვერიდოთ. მადლის მსგავსად, ცოდვაც გადამდებია. ჩვენ სუსტი ნება გვაქვს, ადვილად ვიძლევით დემონისგან.
- რომელი ხატი შეიძლება დავკიდოთ სახლში, რომ დაცულები ვიყოთ?
- ყოვლადწმინდა სამების.
- ზოგჯერ სახლში სხვადასხვა გაურკვეველ ნივთებს პოულობენ და ამას ჯადოს გაკეთებით ხსნიან, შეიძლება ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ სახლში მუდამ ქიშპობაა ოჯახის წევრებს შორის? როგორ უნდა შევძლოთ ამის გამოსწორება?
- ნივთებს ზემოქმედება შეუძლია ურწმუნო ადამიანზე, რომელსაც დავიწყებული აქვს ლოცვა, მარხვა, სიმდაბლე. ამპარტავნება კლავს უფლის სულს ოჯახში. ერთმანეთთან გვამტერებს ბელიარი, მას არ სურს ოჯახში მშვიდობა სუფევდეს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია რომ სიწმინდე ვერ დაისადგურებს უღმერთოდ მცხოვრებ ადამიანებში. ღმერთი იქაა, სადაც მისი სახელით ერთი ან ორი ადამიანი შეიკრიბება. უფალი ჩვენთან თუ არის, მაშინ არანაირი ნივთისა და ჯადოსი არ უნდა გვეშინოდეს: ,,უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?" (ფს. 26. 1)
თეა ცაგურიშვილი
კომენტარები