სულ მალე რიანას კიდევ ერთი შვილი ეყოლება. ცნობილი მომღერალი სიახლეს ახალ სახლში შეხვდება. ცნობილია, რომ მან ახალი პენტჰაუსი შეიძინა ლოს-ანჯელესში და მიაჩნია, რომ აქ პაპარაცებისგან მეტად დაცული იქნება.
ადრე ეს სახლი ცნობილი მსახიობის, მეთიუ პერის საკუთრება გახლდათ.

დიახ, სანამ პრესა აქტიურად განიხილავს იმას, თუ როგორი დახვეწილი ორსულია ქალბატონი რიანა, მომღერალი მეორე შვილს ახალ საცხოვრებელს უმზადებს და საგულდაგულოდ ემზადება ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის.

42-სართულიან შენობაში მდებარე აპარტამენტებმა არა მხოლოდ დიზაინითა და ფართობით მიიქცია მომღერლის ყურადღება, არამედ იმით, რომ ეს ადგილი არც ისე ადვილი

რიანას ამ შენობაში კიდევ ერთი ბინა აქვს, შედარებით პატარა ფართის, რომელიც მან 2014 წელს შეიძინა. ახალ სახლში, რომლის ფართიც მინიმუმ 863 კვ.მ .-ია რიანამ 21 მლნ დოლარი გადაიხადა.

პენტჰაუსი მოიცავს უზარმაზარ ოთახებს - მისაღებს ორი ბუხრით და ვეებერთელა საძინებელს რამდენიმე დამატებითი ოთახით. სახლს სულ ოთხი საძინებელი აქვს. ასევე - 8 სველი წერტილი, სათამაშო ოთახი და ოჯახის კინოთეატრი.

რაც შეეხება სამზარეულოს, აქ არის კუნძული საუზმისთვის და დიდი მაგიდა სადილისთვის, ასევე ცალკე სასადილო შუშის კედლებით, საიდანაც საოცარი ხედი იშლება ლოს-ანჯელესზე. სახლს გარს ერტყმის ოთხი ტერასა, რომელიც სუფთა ჰაერზე სტუმრების მისაღებად და ოჯახური შეკრებებისთვის არის განკუთვნილი.

სახლის ყოფილმა მეპატრონემ მთელი მე-4 სართული შეიძინა 2017 წელს. სახლის გასარემონტებლად ცნობილი არქიტექტორები მიიწვია და ორი წლის შემდეგ სახლი 35 მლნ დოლარად გაიტანა გასაყიდად, თუმცა საბოლოოდ 23 მლნ დოლარად გაყიდა.


კომენტარები