87 წლის ჩელენტანოს სახლი კომოს ტბაზე, სადაც საყვარელ ცოლთან ერთად ტკბილ სიბერეს ატარებს - სიღარიბეში გაზრდილი ადრიანოს პირველი სახლი და ახლანდელი ქონება

იტალიელი მუსიკოსი და მომღერალი ადრიანო ჩელენტანო დღეს ნამდვილი ლეგენდაა და საკმაოდ მდიდარიც, თუმცა ბავშვობა სიღარიბეში გაატარა.

იტალიის ქალაქ მილანში, საკმაოდ ღარიბ და მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა 1938 წლის 6 იანვარს. მეხუთე იყო ოჯახში და დედამისი 44 წლის იყო, როცა ადრიანო გააჩინა. ოჯახს საკმაოდ უჭირდა, ამიტომ იძულებული იყო, მეხუთე კლასიდანვე ემუშავა. 12 წლისამ სულაც მიტოვა სწავლა და მესაათესთან დაიწყო მუშაობა.

პატარაობიდანვე უყვარდა სიმღერა და მსახიობობა, განსაკუთრებით - პაროდიები. ყველაზე ხშირად ამერიკელ კომიკოსს ჯერი ლიუისს აჯავრებდა და მისმა დამ ერთ-ერთი ფოტო ორეულების კონკურსზე
გაგზავნა. საბოლოოდ სწორედ ადრიანომ გაიმარჯვა ამ კონკურსზე და 10 ათასი ლირაც მიიღო ჯილდოდ. ადრიანო მიხვდა, რომ საყვარელი საქმე - სიმღერა, მსახიობობა და ცეკვა შეიძლებოდა, შემოსავლის მომტანიც ყოფილიყო და მეტად კონცენტრირდა ამაზე. საბოლოოდ კი, ჯერ სიმღერამ და მერე - მსახიობობამ, ნამდვილი წარმატება მოუტანა.


მდიდარმა კინოკარიერამ საშუალება მისცა მსახიობს გამოემუშავებინა იმდენი ფული, რომ ერთდროულად რამდენიმე სახლის მეპატრონე გამხდარიყო. თუმცა, საყვარელი სახლი მსახიობს ორი აქვს, რომელთაგან ერთი - სახლი კომოს ტბაზე, განსაკუთრებით უყვარს და სწორედ იქ ატარებს სიბერეს საყვარელ მეუღლესთან ერთად, რომელთანაც 60 წელია ტკბილად ცხოვრობს.
თუმცა ჩელენტანო ჟურნალისტებს არ უხსნის კარს და იშვიათია ფოტოები მისი სასახლეებიდან.



პირველი სახლი მდებარეობს ქალაქ გალბიატში, ლეკოს რეგიონში, მილანიდან ორმოცი კილომეტრის მოშორებით, კომოს ტბიდან არც თუ ისე შორს.
ეს ტერიტორია ფაქტობრივად კურორტად ითვლება და აქ სახლები ძალიან ძვირი ღირს, ყოველთვის არის შანსი ამ ადგილას შეხვდეთ ჯორჯ კლუნს ან სილვიო ბერლუსკონის, მონიკა ბელუჩის და სხვა ცნობილ ადამიანებს, რომლებიც სწორედ აქ ცხოვრობენ.

ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, საუზმეზე, ლანჩსა და ვახშამზე თევზაობის შესაძლებლობა, მთები - ეს ვილა მსახიობმა 27 მილიონ ევროდ იყიდა! ასეთი მაღალი ფასი განპირობებულია მილანთან სიახლოვისა და სრული უსაფრთხოების გამო: მიწისძვრები და ზვავები აქ თითქმის არ ხდება.
თავად სასახლე არის კლასიკური, არისტოკრატული სტილის, თუმცა საკმაოდ თანამედროვედაც გამოიყურება, ცნობისმოყვარე ადამიანების თვალისგან კი ძალიან მაღალი ღობით იფარება: პირველი ჭიშკრის გავლა რომც მოახერხოთ, მის უკან სხვა იმალება, რომლის უკანაც ვილა მდებარეობს.
ეს სახლი გაცილებით თბილი და კომფორტულია, ვიდრე მსახიობის მეორე სახლი, რომელიც ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქალაქ ალბერობელოში მდებაროებს.





ამ ქალაქში თავს ისე იგრძნობთ, როგორც ზღაპარში: თეთრი ქვის სახლები კონუსის ფორმის სახურავებით, მეგობრული მეზობლებითა და საოცარი პეიზაჟებით.
სახლი ნაგებია თხელი კირქვის ფილებით, ამიტომ ზაფხულში ძალიან გრილია, მაგრამ ზამთარში (განსაკუთრებით თუ თოვს) ცივა. თუმც , ჩელენტანოს სახლში აქვს ექვსი ბუხარი (ყველა ოთახში), ასევე სახლი თბება ქვაბით, ასე რომ, ნამდვილ ქარბუქშიც კი აქ სითბო და სიმყუდროვეა.
ინტერიერი მარტივია, მაგრამ ამავდროულად ელეგანტური და ექსტრემალური გემოვნებით შერჩეული.
საძინებელი კი საკმაოდ სპარტანულად გამოიყურება:




თუმცა, როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები