სვეტები, მარმარილო, 13 აბაზანა და ბარბის სამზარეულო - პერის ჰილტონის 11-მილიონდოლარიანი სასახლე, რომელიც ფერფლად იქცა

ვარსკვლავი შოკისგან ვერ გამოსულა. სტიქიის შემდეგ იგი პირველად მივიდა სასახლეში, საიდანაც ფერფლი დარჩა. ძნელი წარმოსადგენია, რომ რამდენიმე დღის წინ ამ ადგილას მდიდრული კოტეჯი იდგა.

უკვე რამდენიმე დღეა, ლოს-ანჯელესში ხანძარი მძვინვარებს. ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ მძვინვარე სტიქიის შესახებ პირველი საგანგებო ცნობები 7 იანვარს გამოჩნდა. ჯერ ტყეები დაიწვა, მალე კი ცეცხლი საცხოვრებელ ქუჩებსაც მოედო.
ბევრმა ვარსკვლავმა დაკარგა ძვირადღირებული სახლი ლოს ანჯელესში. დაზარალებულთა შორის არიან: ტომ ჰენკსი, ენტონი ჰოპკინსი, ბენ აფლეკი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯეიმი ლი კერტისი, მარია შრაივერი
და ჰოლივუდის სხვა ცნობილი სახეები.
ევაკუაციის შემდეგ, პარიზ ჰილტონმა სიახლეებში იხილა, რომ მის სახლისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ვარსკვლავმა აღიარა, რომ მძიმე შოკს განიცდიდა. მისი სახლი მთლიანად დაიფაერფლა.
"მე დგავარ იმ ადგილას, სადაც ადრე ჩვენი სახლი იყო და ამ მწუხარების აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. პირველად რომ ვნახე , რაც ხდებოდა, სრულ შოკში ვიყავი - ვერ ვიჯერებდი. მაგრამ ახლა, როცა აქ ვდგავარ და ამას ჩემი თვალით ვხედავ, მეჩვენება, რომ გული მილიონ ნაწილად დამემსხვრა", - წერს პერისი პირად ბლოგზე.
ვარსკვლავმა გულწრფელად აღიარა, რომ ეს სახლი არ იყო მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი - ეს იყო ადგილი, სადაც მთელ ოჯახს შეეძლო ოცნება და სიცილი. მათ ამ სასახლით ბევრი შესანიშნავი მოგონება შექმნეს. აქ, ჰილტონის თქმით, მისმა შვილმა პირველი ნაბიჯები გადადგა."სწორედ აქ შექმნეს ფენიქსის პატარა ხელებმა ხელოვნების ნიმუშები, რომელსაც სამუდამოდ ვიანახავდი, სადაც სიყვარული და სიცოცხლე ავსებდა ყველა კუთხეს. იმის დანახვა, თუ როგორ ფერფლად გადაიქცა ეს ყველაფერი... საშინელებაა", – აღიარებს ქერა ლამაზმანი.



ვარსკვლავმა თავისი ორსართულიანი სასახლე 2021 წელს შეიძინა 8,4 მილიონ დოლარად. სახლიდან პირდაპირ შიძლებოდა გასვლა ოკეანის სანაპიროზე.

სახლში 7 საძინებელი და 13 სველი წერტილი იყო. ოთახში ეფინებოდა ბუნებრივი განათება, რომელიც მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებული პანორამული ფანჯრებიდან შდიოდა. სახლში ეწყობოდა ფოტოგადაღებები, სადაც კოტეჯის ინტერიერი იყო ნაჩვენები. ყველაფერი გაკეთდა პარიზის სტილში. თეთრი ფერი ჭარბობდა დეკორაციასა და ავეჯში. და, რა თქმა უნდა, ნათელი აქცენტები იყო ვარდისფერებში.

ვარსკვლავის სამზარეულოში ყველა ზედაპირი მარმარილოსა და სხვა მსუბუქი ქვისგან იყო დამზადებული. კარადები და უჯრები ვარდისფერი გახლდათ. ყველაფერი შერწყმული იყო ბარბის ონცეფციასთან, რომელსაც ჰილტონი მრავალი წლის განმავლობაში იცავდა. მისაღებს მაღალი სვეტები და მდიდრული ჭაღი აშმვენებდა, ბუხართან კი ოჯახური ფოტოები იწონებდა თავს.სახლს ასევე ჰქონდა რამდენიმე აივანი, რომლებიდანაც რამდენიმე მეტრის დაშორებით წყნარი ოკეანის ულამაზესი ხედები იშლებოდა. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე გადარჩენილი ხე ჩანს. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორც ამოდის მზის ჩასვლის ფონზე ნანგრევებიდან კვამლი. რა თქმა უნდა, ხანძარმა გაანადგურა აყვავებული ეზო აუზით.












ამ ეზოში რეგულარულად ეწყობოდა წვეულებები პარიზის შვილებისა და სხვა საყვარელი ადამიანებისთვის.








კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები