სუპერმოდელი მღრღნელებს რადიკალური მეთოდებით ებრძვის
პოდიუმის 29 წლის ვარსკვლავს ჯიჯი ჰადიდს ნიუიორკელების ჩვეულებრივი პრობლემა აწუხებს - ვირთხების გამრავლება როგორც სარდაფებში, ასევე მდიდრულ ბინებში. მოდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მღრღნელების გამო ნიუ-იორკის ბინაში გენერალური რემონტის გაკეთება მოუწია.
"ჩემი ნიუ-იორკის ბინა რემონტს საჭიროებს, რადგან იქ ვირთხების სერიოზული პრობლემა მქონდა, რომელიც დიზაინმა ვერ მომიგვარა ეს. ასე რომ, ახლა მოუთმენლად ველოდები შედეგებს", - ამბობს მოდელი.
ჯიჯის, რომელსაც ორი სახლი სახლი აქვს (ნიუ-იორკში და პენსილვანიის ფერმა), ორივე სახლის დიზაინი "ეკლექტიკურ და ინდუსტრიულ სტილში აქვს გაფორმებლი. უფრო მეტიც, მოდელს სახლში ცალკე სივრცეები
"მე და ხაის გვაქვს ხელოვნების ოთახი, რომელიც ჩვენთვის მართლაც განსაკუთრებული ადგილია. ასევე არის ცალკე ოთახი ხელნაკეთი ნივთებისთვის. არის ერთი ცარიელი კედელი, სადაც მას უფლება აქვთ დახატოს, რაც უნდა. იქ ჩვეულებრივ თიხის მოდელირებას ვაკეთებთ და, რა თქმა უნდა, ბევრს ვხატავთ. ეს ორივესთვის კარგია. ძალიან მოგვწონს," - ამბობს ჯიჯი.
შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ჰადიდს ყოფილი შეყვარებულისგან, ზეინ მალიკისგან, ქალიშვილი ჰყავს.