ექსპერტებსაც კი უჭირთ იმის თქმა, როდის დასრულდება კალიფორნიაში ცეცხლოვანი კოშმარი. ამ დროისთვის მათ მხოლოდ კატასტროფის შედეგად წარმოქმნილი ზარალის დათვლა შეუძლიათ.
კალიფორნიაში პირველი ხანძრის გაჩენიდან 10 დღეზე ცოტა მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში სიტუაციამ რეალური კატასტროფის მაჩვენებელს მიაღწია. ექსპერტებმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზარალი დათვალეს და პირველადი შედეგებიც გამოაქვეყნეს - $275 მილიარდი. დაახლოებით 180 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, დაიწვა ათასობით შენობა, მათ შორის ცნობილი ადამიანების სასახლეები - ვარსკვლავებს ხომ ყოველთვის განსაკუთრებულად იზიდავდა ლოს ანჯელესში.
პერის ჰილტონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც
სახლის დაკარგვის შესახებ ისაუბრა, მან საკუთარი სახლის დაწვის შესახებ ახალი ამბებიდან შეიტყო, რადგან თვითონ იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა.
ხელისუფლებაც კი ვერ უმკლავდება სტიქიას, რომელიც კალიფორნიაში მძვინვარებს, ამიტომ ვარსკვლავები აქტიურად არიან ჩართული ხანძრის ჩაქრობის პროცესში. მაგალითად, იგივე ჰილტონმა 100 ათასი დოლარი შესწირა დაზარალებულთა დასახმარებლად. ჯეიმი ლი კერტისმა და ლეონარდო დიკაპრიომ სტიქიასთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გამოყოვეს. ბიონსემ 2,5 მილიონი დოლარი შესწირა, სელენა გომესმა - 5 მილიონი დოლარი, ჯენიფერ ლოპესმა კი თავისი გარდერობის უმეტესი ნაწილი გაჭირვებულებს გადასცა. კარდაშიანების ოჯახმა მეხანძრეებისთვის საკვების მიწოდებაზე აიღო პასუხისმგებლობა, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მეგობრებს უმასპინძლეს.
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 25 ადამიანამდე გაიზარდა, თუმცა როდის მოხერხდება სიტუაციის გაკონტროლება, ჯერჯერობით უცნობია. კატასტროფას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ ქალაქში მოქმედებენ მეხანძრეთა და მძარცველთა ბანდები, ამიტომ ადამიანებმა თავიანთი ქონება არა მარტო ხანძრისგან, არამედ მძარცველებისგანაც უნდა დაიცვან. ჯენიფერ გარნერმა ცოტა ხნის წინ ძალიან მკაცრად მოუწოდა თანამოქალაქეებს, არ დაკარგონ ადამიანური სახე, მსახიობის ახლო მეგობარი საშინელი ხანძრის შედეგად დაიღუპა.
ამ ტრაგედიამ მართლაც, ბევრ ადამიანს ახადა ნიღაბი. ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებელი არ მალავს სიხარულს იმის გამო, რომ ე.წ. "ფულიანი ხალხი" სასახლეების გარეშე დარჩა. სხვები ამტკიცებენ, რომ ყველას აქვს საკუთარი მწუხარება და ყველას სჭირდება მხარდაჭერა. გასული კვირის განმავლობაში მელ გიბსონმა, ენტონი ჰოპკინსმა, ლეონარდო დიკაპრიომ, ტინა ნოულსმა, ადამ ბროუდმა და ლეიტონ მესტერმა და ბევრმა სხვა ცნობილმა ადამიანმა დაკარგეს სახლები. გთავაზობთ ფოტობს, თუ როგორ გამოიყურება მათი ოდესღაც მდიდრული სასახლეები ხანძრის შემდეგ.
ანა ფერისი
ენტონი ჰოპკინსი
ბილ კრისტალი
ჰარისონ ფორდი
ჯონ გუდმანი
ლეიტონ მისტერი
მენდი მური
მელ გიბსონი
მაილზ ტელერი
პერის ჰილტონი