მეგან მარკლმა 19-მილიონდოლარიანი სახლის სამზარეულო გამოამზეურა - ძველებური სტილი, ხის ავეჯი და ძვირფასი ჭურჭელი

პრინცი ჰარის მეუღლემ, მეგან მარკლმა სოციალურ ქსელში გააზიარა კოლაჟი, რომლითაც პატივი მიაგო გარდაცვლილი შინაური ცხოველის, ძაღლი გაის, ხსოვნას. შინაურ ცხოველთან ერთად გადაღებულ ფოტოებს შორის იყო ვიდეოც, რომელიც გადაღებულია სასექსის ჰერცოგინიას სამზარეულოში. ინტერიერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პრინც ჰარის მეუღლეს ნამდვილად ყვარებია კერძების მომზადება.



აღსანიშნავია, რომ ერთი კვირით ადრე მან გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ანონსირებულია მისი კულინარიული შოუ ნეტფლიქსზე. თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს, რომ გადაცემა მეგანის სამზარეულოში იყო გადაღებული, მაგრამ სინამდვილეში მდიდრული თეთრი სამზარეულო მეზობელ ნაქირავებ სახლში ყოფილა.


მარკლის 14,5 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში სამზარეულო ქანთრის
სტილშია გაფორმებული - ხის ავეჯი, უჯრები და სამზარეულოს კარადები ლითონის სახელურებით, მდიდრული ჭურჭელი, ღია კრემისფერი კერამიკული თასები, ნაქსოვი კალათები და ხუთი ღუმელი. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ვიკინგ ბრენდიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ გაზის ღუმელის მოდელი უცნობია, ამ კომპანიის პროდუქცია ათას დოლარზე მეტი ღირს.
მეგანმა ღუმელის მიმდებარე ტერიტორია ლარნაკებში მთავსებული ყვავილებით დაამშვენა. ლურჯ ფილებს, რომელიც ფანჯრებთან კედელს ალამაზებს, ოთახში კიდევ უფრო მეტი სინათლეს შემოაქვს.

ეს კი მეგანის და ჰარის 19-მილიონდოლარიანი სახლის სხვა ფოტოები:
















კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები