სტიქიური უბედურება არავის ზოგავს, ის ადამიანების სახლებს და სიცოცხლესაც კი ანადგურებს. ლოს ანჯელესის ხანძრის შედეგად ამ დროისთვის უკვე 28 ადამიანი დაიღუპა.
მოგეხსენებათ, 2025 წლის დასაწყისი ლოს ანჯელესისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. თითქმის მთელი ქალაქი და მისი შემოგარენი ცეცხლმა მოიცვა, რომელსაც ისტორიაში ყველაზე დამანგრეველს უწოდებენ. სტიქიის შედეგად ათასობით ადამიანი დაზარალდა. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ არ დათვლილა. იმის გამო, რომ ლოს-ანჯელესში, როგორც წესი, ხისგან სახლებს აშენებენ, ისინი ერთმანეთის მიყოლებით აგიზგიზდნენ. დღეისათვის უკვე თითქმის 15 ათასი შენობა დაიწვა. ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის ბენ
აფლეკი, პერის ჰილტონი, ჰეიდი მონტაგი, მაილს ტელერი, ჯეიმს ვუდსი, ენტონი ჰოპკინსი და სხვები, სახლების გარეშე დარჩნენ.
ბევრს მოუწია ევაკუაცია და თავშესაფრის ძებნა, ბევრიც შეეწია სტიქიას. ხანძრის დროს 28 ადამიანი დაიღუპა. აღმოჩნდა, რომ მერილ სტრიპის სიცოცხლესაც ემუქრებოდა საფრთხე. მისი ძმისშვილის, აბე სტრიპის მიერ მოთხრობილი ისტორია ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ცხოვრებას.
2017 წელს მსახიობმა პასედენაში სახლი იყიდა, რომელიც წლევანდელი ხანძრის ეპიცენტრთან აღმოჩნდა. როდესაც ხანძარი მის სახლს მიუახლოვდა, სტრიპი მიხვდა, რომ სახლიდან გაქცევის დრო იყო, თუმცა მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ეზოდან გასვლა ვერ შეძლო, რადგან გასასვლელი ჩამოვარდნილმა ხემ გადაკეტა. ჰოლივუდის ვარსკვლავი დანებებას არ აპირებდა და გადაწყვიტა გადარჩენის სხვა გზა მოეფიქრებინა. მავთულის საჭრელების გამოყენებით მან ღობეს მანქანის ზომის ხვრელი გაუკეთა, შევარდა მეზობლების ეზოში და ისე დატოვა სახიფათო ადგილი.
ეპიცენტრში აღმოჩნდა მერილის კოლეგა მარტინ შორტიც. მსახიობი წყნარი ოკეანის სანაპიროს ცხოვრობს. სტიქიისგან გაქცეულმა გადაწყვიტა, თან წაეღო ყველაზე ძვირფასი ნივთი - საოჯახო ფოტოალბომი. მარტინმა აღნიშნა, რომ მისი სახლი გადაარჩინეს, მაგრამ მისი შვილის კოტეჯი მთლიანად დაიწვა. ახალგაზრდა მამაკაცი კალიფორნიის დატოვებას არ აპირებს და ისევ სახლის აშენებას გეგმავს.
შეერთებული შტატების მცხოვრებლებს აინტერესებთ, რატომ გაჩნდა ასეთი მასშტაბური ხანძარი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი არსებობს, ერთ-ერთი თერიის თანახმად ყველაფერში დამნაშავე პი დიდია. ბევრი თვლის, რომ რეპერის თანამზრახველებმა შეგნებულად გააჩინეს ხანძარი, რათა გაენადგურებინათ ჰოლივუდის ზოგიერთი ვარსკვლავის სახლი და მათთან ერთად მტკიცებულებები.
ხანძრის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი დადგენილია, რატომ გახდა ის ასე მასშტაბური, ისიც ცნობილია. ხანძარი უზარმაზარი სიჩქარით გავრცელდა ძლიერი ქარისა და გვალვის გამო, რომელიც 2024 წლის მაისში დაიწყო.