ნიკოლ კიდმანის 5-მილიონიან სახლში მძარცველი შეიჭრა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი წყვილი, ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი გაქურდეს. ცნობილი გახდა, რომ უცნობი ვარსკვლავების 4,7 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეში, რომელიც ბევერლი ჰილზში მდებარეობს, ფანჯრიდან შევიდა, თუმცა დაწყებული საქმის დასრულება ვერ მოასწრო, საბედნიეროდ, ერთ-ერთი მომსახურე პერსონალის ხმა გაიგონა და იძულებული გახდა შემთხვევის ადგილიდან მიმალულიყო.
გაურკვეველია, მოახერხა თუ არა მძარცველმა სახლიდან ძვირფასი ნივთების გატანა. წყვილს მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა ის, რომ პოლიციამ კრიმინალის დაკავება ვერ მოახერხა, ცნობილია.

ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა ეს ძვირად ღირებული უძრავი
ქოენაბ 2008 შეიძინეს. სასახლეს აქვს ხუთი საძინებელი და ოთხი სველი წერტილი, ასევე გემბანი, ეზო და შიდა აუზი. ეს ჰოლივუდის წყვილის ერთადერთი უძრავი ქონება არ გახლავთ.

მათ ასევე აქვთ რეზიდენცია ნეშვილში, ორი სახლი კიდმანის მშობლიურ ავსტრალიაში და თანამედროვე კონდომინიუმი ნიუ-იორკის ცენტრში.
კინოვარსკვლავი და გრემის ოთხგზის მფლობელი 2006 წლის ივნისში დაქორწინდენე, თითქმის 20 წლის წინ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ, კვირა - 16 წლის და ფეიტი - 13 წლის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები