პირად ცხოვრებაში ცვლილებების გამო გვინეტ პელტროუმ ლოს-ანჯელესში მდებარე ოჯახური სახლი 22 მილიონ დოლარად გაყიდა. ჰოლივუდის მსახიობს ძალიან გაუჭირდა ზრდასრული შვილების თავისუფლებასთან შეგუება. სახლი ბრენტვუდში იყო, რომელიც კალიფორნიის ტყის ხანძრებს არ დაუზიანებია. ამბობენ, რომ გარიგება 8 მილიონი დოლარით ნაკლები იყო თავდაპირველ მოთხოვნაზე.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობის შვილებმა - ქალიშვილმა ეპლმა და ვაჟმა მოსემ კოლეჯში სწავლა დაიწყეს. პელტროუს შვილებს კოლეჯში სწავლისა და ცხოვრებისთვის საკმაო თანხები სჭირდებათ და თანაც, უკვე იშვიათად გაატარებენ დროს დედასთან ერთად, ამიტომ მსახიობმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო.

1950-იანი
წლების ეს სახლი პელტროუმ და მისმა ყოფილმა ქმარმა 2012 წელს 9,95 მილიონ დოლარად შეიძინეს. 2009 წელს გარემონტებულ ქონებას აქვს დიდი სამზარეულო შეშის ღუმელით, ერთოთახიანი სასტუმრო სახლი ღვინის მარნით, სპორტული დარბაზი, ოფისი, ოთახი თამაშებისთვის და კერძო კინოთეატრი. საერთო ფართი 1180 კვადრატული მეტრია.

მარტინი და პელტროუ ერთმანეთს 2014 წელს, თითქმის 11 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ და ორი წლის შემდეგ განქორწინებაც მოითხოვეს. თუმცა აგრძელებენ შვილების მეგობრულად აღზრდას, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, კრისი მსახიობ დაკოტა ჯონსონს, ხვდება, ხოლო პელტროუ ბრედ ფალჩუკზეა დაქორწინებული, რომელსაც ყოფილ მეუღლესთან სიუზან ბუკინიკთან ორი შვილი ჰყავს - იზაბელა და ბროდი.

მეუღლესთან ერთად პელტროუმ ახალი სახლის მშენებლობა დაასრულა მონტესიტოში, სადაც სავარაუდოდ ისინი ორნი იცხოვრებენ, რადგან მისი შვილები უკვე დამოუკიდებლად ცხოვრებას ესწრაფვიან.