თუ მატრასს არ წმენდთ ხოლმე, დიდი ალბათობით მტვრის ტკიპებთან, მტვერთან, ბაქტერიებთან და სხვადასხვა ალერგენთან ერთად გძინავთ.
მატრასი ის ნივთია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, გასუფთავდეს სულ მცირე 6 თვეში ერთხელ მაინც. ერთი შეხედვით ეს მარტივი საქმე არ არის, მაგრამ გვინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ისეთი რთულია, როგორც წარმოგიდენიათ.
თუ ალერგია ან ასთმა გაწუხებთ, მით უმეტეს, მატრასი თვეში ორჯერ მაინც უნდა გაწმინდოთ.
მიუხედავად იმისა, როგორ გამოიყურება თქვენი მატრასი, 6-10 წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.
მატრასის გასაწმენდად დაგჭირდებათ: სარეცხის ფხვნილი, სარეცხის დამარბილებელი, წყალბადის ზეჟანგი, საკვები
სოდა და მტვერსასრუტი.
მატრასს ვაცლით ყველაფერს: დამცავს, თეთრეულს, შალითას, თუ ეხსნება და ყველაფერს ვრეცხავთ.
მტვერსასრუტის სპეციალური თავით ვწმენდთ მატრასს და ვაშორებთ მტვერსა და სხვა სიბინძურეს.
თუ რამე ლაქა შენიშნეთ, აუცილებლად დაამუშავეთ - გადაურიეთ ერთმანეთში პროპორციით 1:1-ზე წყალი და წყალბადის ზეჟანგი და რბილი ნაჭრით ფრთხილად დაამუშავეთ დალაქავებული ადგილი. დააცადეთ გაშრობა.
დააყარეთ მატრასს სოდა და გააჩერეთ ერთი საათი. თუ ამის საშუალება არის, ფანჯრები ღია გქონდეთ. სოდა დაგეხმარებათ იმაში, რომ მატრასს ყველა უსიამოვნო სუნი მოაშოროთ.
კიდევ ერთხელ გადაატარეთ მტვერსასრუტი.
ამოატრიალეთ მატრასი და იგივე გააკეთეთ მეორე მხარეს.
თუ მატრასს ობი შენიშნეთ, ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ის გამოცვალოთ, რადგან ზედაპირული დამუშავება მას არ უშველის, თქვენ არ იცით, რამდენად სერიოზულია ობი მატრასის შიგნით.
იმისათვის, რომ მატრასი სუფთად შეინარჩუნოთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

- თეთრეული ყოველ კვირას გამოცვალეთ.
- გადასაფარებელი - თვეში ერთხელ.
- თუ რამე ლაქა შენიშნეთ, მაშინვე დაამუშავეთ სათანადოდ.
- ყოველ 3-6 თვეში მატრასი ან შეაბრუნეთ ან გადაატრიალეთ.