პიტნა
ეს არომატული მცენარე ზაფხულში ღია აივნისთვის მისწრებაა ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ სწრაფად იზრდება და მეორე, ღამე სახლში შეტანას არ საჭიროებს. გარდა ამისა, თქვენს აივანზე ყოველთვის სასიამოვნო სურნელი იტრიალებს. პიტნა გასნაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, ის თავს მშვენივრად იგრძნობს უნივერსალურ გრუნტშიც.
ბაზილიკი
კიდევ ერთი ძალიან მარტივი მოსავლელი მცენარეა, რომელიც არა მარტო თქვენს აივანს გაალამაზებს, არამედ სამზარეულოშიც გამოგადგებათ. ის ძალიან ადვილი მოსავლელია, წყალი მაშინ უნდა დაასხათ, როდესაც ნიადაგი გამოუშრება. დილა-საღამოს შეგიძლიათ დანამოთ პულვერიზატორით.
ლავანდა
ლავანდაც ის მცენარეა, რომელიც მთელი ზაფხული სასიამოვნო
ფუკსია
ვისაც უფრო მსხვილი და კაშკაშა ყვავილები უყვარს, მას შეუძლია ფუკსიით გაინებივროს თავი. მას ძალიან ბევრი ნაირსახეობა აქვს, ამიტომ ფერი თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ.
ამ მცენარე უყვარს ნახევრად ჩრდილიანი ადგილი, ამიტომ მზის გულზე ნუ მოათავსებთ. ზამთარში მისი შეტანა სახლში მოგიწევთ. სახლის კლიმატი მისთვის აბსოლუტურად მისაღები იქნება.
ბეგონია
ბეგონია თავს ნაკლებად განათებულ პირობებშიც შესანიშნავად გრძნობს. ის ძალიან ადვილი მოსავლელი, უპრეტენზიო მცენარეა, ერთადერთი, რაც სჭირდება, კარგი ხარისხის გრუნტია.